მამუკა მდინარაძე: რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივია
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეზოლუციის ჩანაწერი, რომ თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა, ბუნებრივია მოღალატეობრივია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისი გუშინდელი განცხადება „მწარე“ აღმოჩნდა და ამიტომ პარტიის წევრები დღეს თავის გამართლებას ცდილობენ. მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ უნდა საზოგადოებას დააჯეროს, რომ ცივილიზებული სამყარო რეზოლუციაში სიტყვა „ოკუპაციას“ არ ჩაწერდა და რუსეთს არ დაადანაშაულებდა, თუ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს იმას, თითოს საბრძოლო მოქმედებები საქართველომ დაიწყო.
„ისინი დღეს (გადაწყვეტილებას) ამართლებენ იმით, რომ იქ „ოკუპაცია“ და კარგი რაღაცები ეწერა. კი ბატონო, მაგრამ რა უნდა დააჯერონ ქართულ საზოგადოებას, რომ თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო არ ჩაწერდა იქ „ოკუპაციას“ და რუსეთს არ დაადანაშაულებდა იმაში, რაც მათ გააკეთეს იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ჩაწერდნენ და მხარს არ დაუჭერდნენ იმას, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები? ამას გვაჯერებენ? წარმოუდგენელი და პიარული თავხედობაა ის, რომ „გააპრავო“ მოღალატეობრივი საქციელი. რაც შეეხება ისკანდერის ნაწილებს, ისკანდერის ფრაგმენტი იყო თუ კოვიდის ახალი შტამი, რომ წლები სჭირდებოდა მასზე ექსპერტიზას. არც ექსპერტიზის საბუთი არსებობს, ვერ იარსებებს - ეს არის მტკნარი სიცრუე, არც ექსპერტიზის დადგენილება ან რაღაც ფორმა ან მიმართვა არსებობს, უბრალოდ ისკანდერის ნაწილი იყო გამქრალი და წლები მოუნდა „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის მოძიებას, კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოტანილი და შემდეგ წარდგენილი მტკიცებულების სახით. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ იმ ადგილას იყო ახალი მოფიქრებული ტყუილი იმისთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი მტკიცებულების არარსებობა და არ წარდგენა საქმეში რამენაირად ასევე გაპრავდეს მათი მხრიდან“ - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია ამის გამართლება, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად იყო მოცემულობა, როდესაც ინფორმაციის, ლოგიკის და კონკრეტული კვალის მიდევნების საფუძველზეც კი წლები დასჭირდა მის მოძიებას და წარდგენას.
„4 წელია ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ და ახლა ეტკინათ, როდესაც მათი არხის ეთერში ვთქვი ეს ყველაფერი, ამიტომ არის დღეს ისტერია ატეხილი. რამე რომ ჰქონოდათ, ერთ დოკუმენტს მაინც წარადგენდნენ, მიმართვას. ეს ხომ არ არის მტკიცებულება, რომ მოდი ერთი ექსპერტიზა დამინიშნე, რომ ვინმემ ხელიდან ხელში მიაწოდოს ვიღაცას. ან მიმართვა უნდა იყოს, ან ექსპერტიზა, ან დადგენილება, ან რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომლითაც დამაგრება ხდება პროცესუალური. არა, უბრალოდ იქ იყოო, იმ ადგილზეო“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ აქვე რეზოლუციის პუნქტები გაიხსენა.
„მე-4 პუნქტში წერია რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მე-5 პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის“ ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, იმიტომ რომ მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?“ - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე ამ თემაზე ოპოზიციური მედია საუბრობდა.
„თქვენი კოლეგები იყვნენ ამისი წყაროები და იმიტატორები. გახსოვთ, დერეფნებში დასდევდნენ დეპუტატებს, ვინ დაიწყო ომი და წლები მიდიოდა პროპაგანდა იმის გადასაფარად, რაზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ და რაც გუშინ „მთავარი არხის“ მაყურებლისთვისაც გახდა ცნობილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 10:02
კულტურა
ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა დააანონსა
„სულმოუთქმელად ველოდებოდი შესაძლებლობას, თქვენთვის მეთქვა: ჩემი ახალი სინგლი Patient Zero 25 სექტემბერს გამოვა“, - დაწერა სვიფტმა სოციალურ ქსელში.
23 სექტემბერი 2026, 09:55
ეკონომიკა
საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ
ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეტის სამება მოინახულა.
23 სექტემბერი 2026, 09:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.
23 სექტემბერი 2026, 09:27
მსოფლიო
ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.
23 სექტემბერი 2026, 09:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა
შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
23 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება
„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.
23 სექტემბერი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში
23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
23 სექტემბერი 2026, 08:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს
დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 08:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ
რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველა ის, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მათ ხელი უნდა შეუწყონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 08:14
მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერა
დოკუმენტი ვაშინგტონს კუნძულის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საჭიროებებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს. ამასთან, ვაშინგტონის წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ სხვა ქვეყანას სამხედრო ბაზის ან ძალების ყოლის უფლება არ ექნება.
23 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
23 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.
23 სექტემბერი 2026, 01:05
მსოფლიო
მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
23 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.
23 სექტემბერი 2026, 00:12
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.
23 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.
22 სექტემბერი 2026, 23:52
მსოფლიო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.
22 სექტემბერი 2026, 23:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.
22 სექტემბერი 2026, 23:25
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს
იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.


