www.imedi.ge /  22 ივნისი 2021, 23:29 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არის ტყუილი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და კასეტური ბომბებით და მძიმე არტილერიით დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არის ტყუილი. მანამდე იქ საბრძოლო მოქმედებები იყო. ეს არავინ დააფიქსირა, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამ თემის წინა პლანზე წამოწევას „მთავარ არხთან“ მის ინტერვიუს უკავშირებს.

„3 წელია მე პირადად ამაზე ვლაპარაკობ და დღეს რატომ აუტყდათ ეს სრული ისტერია? გამოვიდნენ და გვლანძღავენ, მიუძღვნეს სიუჟეტები, ამით გადაცემები გახსნეს და მთელი ამბავი იყო. რატომ მოხდა? იმიტომ რომ მათ ეთერში ვილაპარაკე მე ეს გუშინ, მათ მომხრეებს ვუთხარი მეტწილად. რა თქმა უნდა, ყველა უყურებდა და აღარ მინდა უკვე დაყოფა საზოგადოების“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ფასს მომდევნო არჩევნებზე გადაიხდის.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი.

27 ივლისი 2021, 12:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტა პლუსის“ შემთხვევები გამოვლინდა

„დღეს, საქართველოში, კოვიდინფიცირების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორისაა ე.წ. „დელტა პლუსი“, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაა დადასტურებული. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტირება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან გადმოცემული PCR-ის ნაკრები, რომელიც, ცალკე „დელტასაც“ იჭერს, მაგრამ ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. „დელტა პლუსს“ აქვს ერთი დამატებითი მუტაცია. ასეთი უკვე ორი შტამია და ორი კვირაა, მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია, რომ საქართველოში დადასტურებულია „დელტა პლუსი“. ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისევე, როგორც „დელტა“, ისიც ადვილად გადამდებია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% თბილისზე მოდის

დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% მოდის თბილისზე, 11% აჭარაზე, 9% იმერეთში დანარჩენ რეგიონებში კი 1-დან 4%-მდე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

27 ივლისი 2021, 11:57

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გახდა რკინა-ბეტონის ხიდის მარცხენა ბურჯის დაზიანება.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე

პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ აცრაზე

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:45

COVID19

რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე, არის აცრების კიდევ მეტად ინტენსივობა, მეორე - პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, - აამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2021, 11:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია.

თეა ახვლედიანი

27 ივლისი 2021, 11:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

27 ივლისი 2021, 11:37

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 11:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რიკ დაემსის ვიზიტზე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ალუდა ღუდუშაური

27 ივლისი 2021, 11:28

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური რიკ დაემსის ვიზიტზე: მაღალი დონის ვიზიტები არის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი, დემოკრატიული ქვეყანაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის როლს რეგიონში.

27 ივლისი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში 996 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 996 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 236 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 996 მძიმე პაციენტიდან თბილისში 448 პირი მკურნალობს, აჭარაში - 76, იმერეთში - 236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 4, იმერეთში - 14.

27 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 5714 პაციენტი.

27 ივლისი 2021, 11:19

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 3 666 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

27 ივლისი 2021, 11:15

COVID19

ინდოეთში 17 მარტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 689 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

რიკ დემსი და კახა კუჭავა

27 ივლისი 2021, 11:14

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ წუთებში, რიკ დაემსი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების შესრულებაა.

27 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

27 ივლისი 2021, 11:04

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.