სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და უკრაინას აქვთ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები - ესაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია
სალომე ზურაბიშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთობა ნორმალიზება და დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე, ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობაზე, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია საუკუნოვანი მეგობრობის გარდა პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. „ესაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანების უფლებების დაცვა და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა არის საქართველოს გამარჯვება. ასევე ჩვენი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით დეოკუპაციისკენ მიმავალი გზა არის მშვიდობიანი. „ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 18:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე - ტურიზმის სფეროში კავშირების გაფართოებასა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
29 ივნისი 2026, 18:19
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
29 ივნისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა. შესრულდა საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
29 ივნისი 2026, 18:16
მსოფლიო
ირანული სახელმწიფო მედია: მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან გაფორმებულმა ურთიერთგაგების მემორანდუმმა ნავთობისა და ნავთობქიმიურ სექტორზე სანქციები მოხსნა, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება, - იუწყებიან ირანული სახელმწიფო მედიასაშუალებები.
29 ივნისი 2026, 18:10
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული
თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
29 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ, რატომ შეიძლება სხვისთვის ირანთან ურთიერთობა და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც
რაიმე არგუმენტი რომ ჰქონდეთ რატომ შეიძლება სხვისთვის [ირანთან ურთიერთობა] და რატომ არა საქართველოსთვის, ალბათ იტყოდნენ კიდეც, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ირანთან ურთიერთობაზე
29 ივნისი 2026, 18:05
მსოფლიო
ტრამპი: ირანმა შეხვედრა ითხოვა - ის ხვალ დოჰაში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება.
29 ივნისი 2026, 18:04
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება. იმიტომ, რომ გახლეჩილი ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად
პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე
არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალებების გამცემებმაც და შიდა რადიკალებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.
29 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი სახელმწიფო უწყებებს არ მიმართავს და საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ქადაგიძე პარალელს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ „ტრაგედიის შექმნის“ მცდელობა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენება.
29 ივნისი 2026, 17:48
პოლიტიკა
პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინიციატივით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
29 ივნისი 2026, 17:48
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით
ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.
29 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს
საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.
29 ივნისი 2026, 17:24
მსოფლიო
ECR: ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა
ევროპარლამენტარების თქმით, ევროპაში შემაშფოთებლად იმატა ქრისტიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტებმა, კერძოდ, მათი მხრიდან, ვისაც ცივილიზაციის განადგურება სურს.
29 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი
როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.
29 ივნისი 2026, 17:20
სამართალი
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
პროკურატურამ გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანიის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო გამოძიება.
29 ივნისი 2026, 17:19
სამართალი
სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა
29 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ერევანში ირანის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებაზე: ჩვენ თუ პროირანულობას, პრორუსულობას, პროჩინეთობას გვაბრალებენ, ზოგიერთის პრაგმატული პოლიტიკა თუ დელეგაციის მასპინძლობა თურმე პროევროპელობა ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსტანდარტობას
ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას.
29 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
„პატრიოტები ევროპისთვის“: ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა. შესაბამისი საინფორმაციო ვიდეო სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკურმა ჯგუფმა გაავრცელა.


