ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება.
„განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება. განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა აისახება ათწლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად, შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად. ასევე გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობში ჩვენ ავაშენეთ 174 ახალი საჯარო სკოლა და სრულად რეაბილიტირდა 257 სკოლა. პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად ხორციელდებოდა. ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არა მხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება.
„პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება. სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციების მოდერნიზაცია, მომზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელთა კორპუსი, შეიქმნა სასწავლო რესურსები. პროფესიული განათლების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და მოერგო ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებას. ზრდასრულებისთვის შეთავაზებულია მოსამზადებელი პროგრამები სწრაფი დასაქმების ხელშესაწყობად. აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურა; ეს პროცესი გრძელდება. პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. რამდენიმე ახალი კოლეჯი უახლოეს პერიოდში იქნება მზად სტუდენტების მისაღებად. რეფორმის განსაკუთრებულ მიღწევაა საერთაშორისო პარტნიორების მიერ უნიკალურ პლატფორმად აღიარებული ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის მოდელი, რომელიც კერძო სექტორთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. დავაფუძნეთ პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც რეფორმის ყველა კომპონენტში კერძო სექტორის თანამონაწილეობას გულისხმობს. პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია და სოციალური მხარდაჭერის სახით, სტუდენტებს საფასურის გადახდის გადავადება ან მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით არსებულ პროგრესს.
„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგაპროექტ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც წელს პირველი სტუდენტები მიიღო. უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში თავს მოიყრის მსოფლიოს დონის მეცნიერთა საუკეთესო გუნდი, რაც ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
29 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.
29 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს
რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.
29 აგვისტო 2026, 09:30
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.
29 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა
უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 01:30
მსოფლიო
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.


