imedi /  25 ივნისი 2021, 18:51 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან.

გრძელვადიანი დაგეგმვა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი. როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის, უცხოელი პარტნიორებისთვის - ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს, საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტული შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომლის ძირითად კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს ამ შემოდგომისთვის მიიღებს. სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ეს სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში - როგორც პარლამენტი, ასევე არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი და ხედვა გრძელვადიანი განვითარების - როგორი უნდა იყოს ქვეყანა 2030-ში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ეკონომიკას გადამწყვეტი როლი აქვს.

„ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომ შეეხოს, საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.

ამის მიღწევას ვაპირებთ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებით, ინოვაციების წახალისებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, სახელმწიფო საწარმოთა, წიაღისა და ენერგეტიკის, სხვა სექტორების რეფორმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით. ჩვენ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა ე.წ. FDI გრანტი; განიხილება სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადების მექანიზმი, ასევე სხვა ინიციატივები.

შედეგად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

ყველა სიახლე

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 16:27

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში როგორც ქართველებს და არა როგორც გერმანელებს, ფრანგებს ან იტალიელებს. ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტების დროს - არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა

ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო - იყვნენ ერთნაირი მოქალაქეები, არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

26 თებერვალი 2026, 16:18

საზოგადოება

პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 16:06

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით

როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:57

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:53

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის

„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:51

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით

ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

კემი ბადენოკი

26 თებერვალი 2026, 15:37

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.

მიქაელ ჯაბაროვი

26 თებერვალი 2026, 15:24

პოლიტიკა

მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.

ომერ ბოლატი

26 თებერვალი 2026, 15:23

ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 15:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს

„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

26 თებერვალი 2026, 15:18

რეგიონი

გივი მიქანაძემ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა გახსნა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

ვიქტორ ორბანი

26 თებერვალი 2026, 15:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენ კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან, მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ

ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

ვახტანგ თოფურია

26 თებერვალი 2026, 14:54

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს - აცხადებენ, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, - წერს „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.

გიორგი გამსახურდია

26 თებერვალი 2026, 14:50

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე

თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინელება ამ ხალხს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირებას, სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 14:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან

რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.

26 თებერვალი 2026, 14:49

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.

26 თებერვალი 2026, 14:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე რომ აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში

„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ - აუდიტის სამსახურმა ამხილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:45

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა

როდესაც საქართველომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის გმობს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ გააგზავნის მოხალისე ჯარისკაცებს ოფიციალურად უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია წამოვიდა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრაშ ლასლო

26 თებერვალი 2026, 14:43

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, USAID-ი დახურა, მაგრამ კორუმპირებული პოლიტიკური ქსელის წევრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან

საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს.