IMEDI /  25 ივნისი 2021, 18:32 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვა

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ მოხსენებაში, რომლითაც ის პარლამენტში წარსდგა, მომდევნო 10 წლის პრიორიტეტებში ეკონომიკის ნაწილში, სავსებით სამართლიანად, აქცენტები ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზეა გაკეთებული. გლობალური პანდემიის ეკონომიკაზე ნეგატიურმა ზეგავლენებმაც, აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით თვითკმარი და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, სადაც პრიორიტეტი კონკურენტულ ადგილობრივ წარმოების განვითარებაზე უნდა აიგოს, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ათწლიანი ორიენტირები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც იქნება არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ქვეყნის მომავლის ხედვის ორიენტირი.

„გრძელვადინი სტრატეგია საინვესტიციო მიმზიდველობითაც არის საინტერესო, რადგან სტრატეგიული ინვესტორები გათვლებს არა რამდენიმე წელზე, არამე 10-15 წელზე აკეთებენ, ხოლო ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან რეინვესტირების გადაწყვეტილებაც, დიდწილად სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღება. გრძელვადიანი ხედვა და პოზიტიური მოლოდინები სჭირდებათ ადამიანებსაც, მათ უნდა იცოდენ თუ საით წავა ქვეყანა, რა პერსპექტივა ექნებათ აქ მომავალში, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირების, ისე დემოგრაფიული თვალსაზრისითაც,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, „მთავრობის ათწლიანი პროგრამის დაწყებული კრიტიკა და ლამის „გოელროს გეგმასთან“ შედარებაც, რასაც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მიმართავენ, არასერიოზულიც არის და დემაგოგიურიც, თითქოსდა ეს არის ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა, გათვლილი მოკლევადიან ეფექტებზე მხოლოდ. ამას მოწმობს საპარლამენტო მოხსენების შემდეგ, ოპოდეპუტატთა მიერ დასმული კითხვების დიდი ნაწილიც, რაც მთლიანად იყო აცდენილი მოხსენების ძირითად აქცენტებს და ოპონირებაც არა მომავალზე, არამედ მათთვის ასე დამახასიათებელ ვიწროპარტიკულარულ კინკლაობაში გადაიყვანეს.“

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით მეორე კვარტალში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც ზრდის და ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელში აისახა და პანდემიამდე მაჩვენებელსაც აღემატება, ეკონომიკის წლიური ზრდის ოპტიმისტურ სცენარს რეალურს ხდის. თავის მხრივ, გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსი, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელთან ერთად, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება, ლარის გამყარებას და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას უკვე შეუქცევად გახდის.

„ეკონომიკის ზრდაზე ცალსახად პოზიტიურად აისახება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და წლის ბოლომდე 3.6 მილიონი ვაქცინის შემოსვლა. ნიშანდობლივია, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს, ხოლო 2030-ში მარტო აგროსასურსათო ექსპორტი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება მოხდება, არამედ სესხის თანაგარანტირებაც. ძალზე მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის დაწყებაც ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება უზრუნველყოფს მსხვილი ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას, რაც მდგრადი ზრდის ხელშემწყობი პირობა გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, არსებული 4277 დოლარის ნაცვლად, 2030 წლისთვის მინიმუმ 2.3 ჯერ გაიზრდება და 10,000 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდება“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 12:48

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ზერეკიძე

19 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ირაკლი ჭეიშვილი

19 აპრილი 2026, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება

ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

19 აპრილი 2026, 11:13

საზოგადოება

კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.

19 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.

19 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ ორის: „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

19 აპრილი 2026, 10:49

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

19 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 აპრილი 2026, 09:48

პოლიტიკა

„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო - გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი

“Trump organization” ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

ერიკ ტრამპი

19 აპრილი 2026, 09:34

პოლიტიკა

ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

19 აპრილი 2026, 09:30

სპორტი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს - მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან ირაკლი მეძმარიაშვილთან და ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოტთან ერთად დაესწრო.

პეტერ მადიარი

19 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

19 აპრილი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.