იოსებ არჩვაძე: პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ჩანდა ხელისუფლების ობიექტურ რეალობაზე, არსებული რესურსების შეფასებასა და მათი გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვა
იოსებ არჩვაძე
ფოტო: Facebook
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა გარკვეულწილად მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობასაც ეხება და ჩვენი ქვეყნის უახლოეს წლებში განვითარების ძირითადი მიმართულებების სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციაცაა. პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ჩანდა ხელისუფლების ობიექტურ რეალობაზე, არსებული რესურსების შეფასებასა და მათი გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვა, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.
Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ დეტალურად მიმოიხილა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ექსპერტის თქმით, მყარი ობიექტური საფუძველი აქვს უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკის, ექსპორტის, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას.
„უკვე 2030 წლისთვის საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გაიზრდება 2.5-ჯერ (აშშ დოლარებში), რითაც მყიდველობითი უნარიანობის მიხედვით ამჟამად 40-45 ადგილებზე მყოფი ქვეყნების დონეს მიაღწევს. ტურიზმი, დაძლევს რა პანდემიით მიყენებულ უმძიმეს დარტყმას, 2030 წლისთვის პანდემიამდელ დონეს 2-ჯერ და მეტად გადააჭარბებს - როგორც ტურისტთა რაოდენობით, ისე მიღებული შემოსავლებით. იმავე პერიოდისათვის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება 3-ჯერ და მეტად. ადგილობრივი ხორცის წარმოება გაორმაგდება, ხოლო რძით ქვეყნის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 108 პროცენტს მიაღწევს. ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილებისა და დასაქმების ზრდაში, უმუშევრობის დონე შემცირდება 2-ჯერ და მეტად და დაახლოებით 9 პროცენტი იქნება, ანუ მაქსიმალურად მიუახლოვდება ბოლო პერიოდში ევროკავშირში არსებულ დონეს (8.0-8.2%). უფრო ადრე, უკვე 2025 წლისთვის, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ურბანული დასახლების უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება. ახალ იმპულსს შეიძენს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური, მეცნიერულტევადი დარგების სწრაფი ზრდის, გაღრმავებული საერთაორისო თანამშრომლობისა და კოოპერირების საფუძველზე, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
„იმ რეფორმების საფუძველზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს და რომლებიც მაღალ შეფასებებს ღებულობდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ, მოხერხდა ის, რომ საქართველომ, ერთ-ერთმა პირველმა სახელმწიფომ მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან მიიღო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაფინანსება 2.1 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით. ამან დიდწილად უზრუნველყო პანდემიის ყველაზე რთულ პირობებშიც კი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის უწყვეტობა, ეკონომიკისა და ბიზნეს-სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში კი არ შემცირდა, არამედ გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და წარმოების მოცულობა; არ შეჩერებულა ეკონომიკის პრაქტიკულად არც ერთი დარგის ფუნქციონირება. პარალელურად მიმდინარეობდა მოსახლეობისათვის დახმარებები მონეტარული, ფისკალური და სუბსიდირების ფორმებით. გრძელდებოდა განსახელმწიფოებრიობის პროცესი, რის შედეგად კერძო სექტორს გადაეცა 161 ობიექტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 160 მილიონი ლარის შემოსავალი. გარკვეულწილად, სიმბოლურია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებაში კრიზისის რეალური დაძლევა და ეკონომიკური ზეასვლა დროში - 2021 წლის თებერვლიდან - ემთხვევა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის განახლებას: თუ 2021 წლის თებერვალში ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.1 პროცენტით, მარტში ადგილი ჰქონდა უკვე 4.0-პროცენტიან ზრდას, აპრილში - რეკორდულ 44.8-პროცენტიან ზრდას, ხოლო მაისში, წინასწარი შეფასებით, ადგილი ექნება ეკონომიკის ასევე მაღალ, ორნიშნა სოლიდურ ზრდას. ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორი იძლევა მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკის განვითარებაში უზრუნველყოფილია მყარი გარდატეხა პოზიტიური ზრდისა და განვითარების მიმართულებით; საზოგადოებაში დაგროვილია საკმაოდ დიდი პოზიტიური კუმულტიური მუხტი, რომელიც უახლოეს წლებში უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად და დინამიურ განვითარებასა და ამ მაჩვენებლით ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას და გამყარებას რეგიონულ დონეზე,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა
ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
19 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 აპრილი 2026, 14:16
მსოფლიო
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.
19 აპრილი 2026, 14:10
მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.
19 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 13:45
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
19 აპრილი 2026, 13:35
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
19 აპრილი 2026, 13:33
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.
19 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
19 აპრილი 2026, 12:48
სპორტი
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა
თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.
19 აპრილი 2026, 12:22
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
19 აპრილი 2026, 12:20
მსოფლიო
რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.
19 აპრილი 2026, 11:58
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.
19 აპრილი 2026, 11:39
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა
„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.
19 აპრილი 2026, 11:31
მსოფლიო
Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.
19 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.
19 აპრილი 2026, 11:27
საზოგადოება
ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება
ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
19 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ
„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
19 აპრილი 2026, 11:13
საზოგადოება
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.


