Imedi /  30 ივნისი 2021, 23:21 / სანდო წყარო

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომეელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდს ეძღვნება.

„მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტიარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას.

საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე.

აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას.

ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი/ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრსა და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2026, 15:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

შავკატ მირზიოევი
ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2026, 15:52

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად, პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად, პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო.

პეტრა შტეგერი

03 ივლისი 2026, 15:45

მსოფლიო

ევროპარლამენტარი პეტრა შტეგერი: ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქება ევროპის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავდასხმა იყო

გერმანიის პროკურატურის მიერ ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის აფეთქების საქმეზე წაყენებულ პირველ ბრალდებას ეხმიანება ავსტრიელი ევროპარლამენტარი პეტრა სტეგერი.

03 ივლისი 2026, 15:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით: ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.

03 ივლისი 2026, 15:17

რეგიონი

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქში ერთდროულად კიდევ 15 სკვერი განახლდა.

03 ივლისი 2026, 15:09

მსოფლიო

DW: უკრაინა ნატოსგან არა მხოლოდ დახმარებას, არამედ მისი ახალი როლის აღიარებას ითხოვს

უკრაინა ნატოსგან არა მხოლოდ დახმარებას, არამედ მისი ახალი როლის აღიარებას ითხოვს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 15:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.

შავკატ მირზიოევი

03 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

შავკატ მირზიოევი ირაკლი კობახიძეს: საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, - განაცხადა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივის მოლაპარაკებების დროს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე შავკატ მირზიოევს: ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას

საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართული გაფართოებული მოლაპარაკებების დროს.

03 ივლისი 2026, 15:01

პოლიტიკა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

03 ივლისი 2026, 14:59

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

03 ივლისი 2026, 14:57

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

03 ივლისი 2026, 14:56

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.

ივანე აბაშიძე

03 ივლისი 2026, 14:48

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ლადო სადღობელაშვილი

03 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა - მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა

როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივლისი 2026, 14:46

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ, - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გურჯაანის რაიონული სასამართლო

03 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომას სამართალდამრღვევი არ ესწრებოდა.

03 ივლისი 2026, 14:45

რეგიონი

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

03 ივლისი 2026, 14:42

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

03 ივლისი 2026, 14:42

მსოფლიო

Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია

მონაკოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების საქმეზე, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი, სამართალდამცველები ქალს ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.