imedi /  06 ივლისი 2021, 19:42 / სანდო წყარო

პიტერ სტანო: საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია

პიტერ სტანო

პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია.

„ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“, - აცხადებს პიტერ სტანო.

6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები განიხილეს.

5 ივლისს აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. სულ, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაზეც უმრავლესობაა პასუხისმგებელი. მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, მათ არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის არავითარი რესურსი.

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს

შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვქონდა უალტერნატივო არჩევანი ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

მამუკა მდინარაძე

04 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს

პრეზიდენტმა ასე თქვა, რომ პოლარიზაცია შემცირდა. ეს არ არის ის რეალური მოცემულობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით იმ ამორალური კამპანიებით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს რეალურად - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 20:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას: დაბადების დღეს გილოცავ - ვამაყობ, რომ ძმასა და მეგობარს გიწოდებ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას 60 წლის იუბილეს ულოცავს.

04 აგვისტო 2021, 20:10

საზოგადოება

კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება, საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს

ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პროკურატურაში საერთშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 20:07

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 20:05

რეგიონი

ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებთი შეზღუდვები დაწესდება

კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.

04 აგვისტო 2021, 19:59

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან ერთად გახსნა.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 19:54

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტოკიოდან ვიდეოს ავრცელებს რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს.

04 აგვისტო 2021, 19:46

საზოგადოება

ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 19:43

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენდა.

04 აგვისტო 2021, 19:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

დავით ზალკალიანი

04 აგვისტო 2021, 19:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგასა და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86,400 დოზისთვის

ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86,400 დოზა საჩუქრად გადმოსცა, - აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ პუტინი

04 აგვისტო 2021, 19:14

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

04 აგვისტო 2021, 18:58

COVID19

EMA: ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

04 აგვისტო 2021, 18:58

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, მთავრობისა და უმრავლესობის წევრებმა წინანდალში შეხვედრა გამართეს

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ჯანმოს დირექტორი: არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს.

04 აგვისტო 2021, 18:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

04 აგვისტო 2021, 18:16

სპორტი

უკრაინელმა დეპუტატმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 👔🤼‍♂

87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე უკრაინელმა მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:14

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.