ირაკლი კობახიძე: საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის“ თოქშოუში „იმედის ფაქტორი“.
მისივე თქმით, ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას, რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში.
„ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 11:17
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელურ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ ბეირუთს არ აქვს ინფორმაცია ისრაელურ მხარესთან გასამართი შეხვედრის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ
„ამ შეხვედრების დროს და ზოგადად ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ. თითოეულმა სახელმწიფომ საპარლამენტო დიპლომატიისა და საკუთარი სუვერენული ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ბითაძემ.
16 აპრილი 2026, 11:06
პოლიტიკა
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს
16 აპრილი 2026, 11:03
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:58
რეგიონი
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
16 აპრილი 2026, 10:57
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:57
ტაბლოიდი
ჩინეთში კაცი 20 წლის განმავლობაში ნაწლავში თერმომეტრით ცხოვრობდა
კაცმა თქვა, რომ ის შემთხვევით დაახლოებით 20 წლის წინ გადაყლაპა. ბავშვობაში მას მშობლების რეაქციის შეეშინდა და ინციდენტის დამალვა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში პაციენტს მომხდარი დაავიწყდა, ამიტომ გაოცდა, როცა გაიგო, რომ თერმომეტრი კვლავ მის ორგანიზმში იყო.
16 აპრილი 2026, 10:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
16 აპრილი 2026, 10:48
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით დრონებითან და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:47
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველს“: ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.
16 აპრილი 2026, 10:44
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:31
ტექნოლოგიები
ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს
ასტრონომებმა ისტორიაში სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შეადგინეს. ისინი 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მეშვეობით. მონაცემები მოიცავს 47 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და კვაზარს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა რუკების მოცულობას, იუწყება New Scientist-ი.
16 აპრილი 2026, 10:23
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია⚽
ნახევარფინალში „პსჟ“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (28 აპრილს და 6 მაისს), მეორე ფინალისტის ვინაობას კი „არსენალი“ და „ატლეტიკო“ გაარკვევენ (29 აპრილს და 5 მაისს).
16 აპრილი 2026, 10:22
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.
16 აპრილი 2026, 10:17
მსოფლიო
რუსეთმა 2024 წელს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გდაუხდის
რუსეთის ფედერაციამ 2024 წელს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და აპირებს, რომ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაციას გადაუხადოს, - ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
16 აპრილი 2026, 10:12
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
16 აპრილი 2026, 10:11
ეკონომიკა
B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:08
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
16 აპრილი 2026, 10:08
ტაბლოიდი
ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა
ედვარდი ჩინური წარმოების რობოტია, რომელიც პოლონეთში ორმა ადგილობრივმა IT-სპეციალისტმა ჩამოიყვანა. მოწყობილობაში ჩააშენეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მას დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს. რობოტის მფლობელები ამბობენ, რომ მათი პროექტის მიზანია ხალხს ახალი ტექნოლოგიები გააცნონ და შეიმუშაონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომსახურების სფეროსთვის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებისთვის.
16 აპრილი 2026, 09:57
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.


