IMEDI /  16 ივლისი 2021, 22:37 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ზუსტად რაც ეწერა დოკუმენტის ტექსტში, ის ზედმიწევნით შესრულდა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მოლაპარაკებები, რომელიც წარიმართა შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტის გარშემო, ამ ფორმატს ვესწრებოდით სამი ადამიანი„ქართული ოცნებიდან“, მე, შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკომისიის დელეგაციის ოფისში, თბილისში. ჩვენ გვქონდა ამ პუნქტებზე საუბარი და შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ რამეზე, ზეპირი იყო ეს შეთანხმება და შემდეგ ზედმიწევნით აისახა შეთანხმების ტექსტში. თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ხომ არ ჯობდა თავიდან დაწყებულიყო პროცესი. ჩვენ არგუმენტით ვუპასუხეთ პარტნიორებს, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ კონკურსი უკვე თვეების წინ იყო დაწყებული. თვეების განმავლობაში შეიტანეს საბუთები კონკურსანტებმა, ჩატარდა ინტერვიუები. არცერთ შემთხვევაში იყო მიზანშეწონილი კონკურსის შეწყვეტა და ახლის გამოცხადება, რაც გაიზიარეს ჩვენმა პარტნიორებმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ამის შემდეგ გადავედით განსხვავებულ ვერსიაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო კანონი ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამი საკვანძო რეკომენდაცია იყო, ღია კენჭისყრა, ორმაგი გასაჩივრება და ქულებზე მიბმული გადაწყვეტილებები. მანამდე უნდა დაპაუზებულიყო შერჩევის პროცესი. ეს სიტყვა აისახა დოკუმენტშიც. რა იგულიხმებოდა დაპაუზებაში შევთანხმდით ზეპირად და ჩაიწერა ზუსტად ტექსტში. დაპაუზებას ხომ ორნაირად ვერ განმარტავ. დაპაუზება, ეს არის არა შეწყვეტა, არამედ დროებითი შეჩერება. რა აზრი აქვს 6 თვე ან ერთი წელი რაღაცის გაწელვას, რაღაცის გამო უნდა შეაჩერო. ეს წერია ასევე მიშელის დოკუმენტში, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ იქ გავაგზავნეთ კანონპროექტი, მივიღეთ დადებითი დასკვნა. ასევე შეთანხმებაში წერია ის, რომ ახალ კანდიდატებსაც უნდა მისცემოდათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. დამატებით ერთი კვირით გამოცხადდა საბუთების მიღება. რაც შეთანხმებაში ეწერა, ყველაფერი გავაკეთეთ ზედმიწევნით. მომისმენია სპეკულაციები, რომ თუ კანონპროექტი უკვე მზად იყო, რატომ დარჩა 19 აპრილის დოკუმენტში. 31 მარტს გამოქვეყნდა დანიელსონის დოკუმენტი მას შემდეგ ეს დოკუმენტი აღარ შეცვლილა, ზუსტად იგივე ჩანაწერებია დარჩენილი. როდესაც გამოქვეყნდა მე გამოვედი იმავე საღამოს და ვთქვი, რომ მიუხედავად იმისა, მოეწერებოდა თუ არა ხელი ამ დოკუმენტს, ჩვენ მაინც განვახორციელებდით არჩევნებთან და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს. მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმოქმედეთ ამ დაპირების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტი ხელმოწერილი არ იყო ჩვენ 19 აპრილამდე შესაბამისი კანონი. როდესაც ეს ჩანაწერი ჩარჩა დოკუმენტში, ამაზე მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენელთან და მივანიშნეთ უზუსტობებთან დაკავშირებით. მივიღეთ თხოვნა, რომ არ შეგვეცვალა ჩანაწერები, რომ არ გართულებულიყო ოპოზიციის დათანხმება და უზუსტობები დაგვეზუსტებინა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერებოდა. შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს ჩვენმა კოლეგებმა სიტყვიერად შეათანხმეს, რომ დაზუსტებებს საჭიროებდა და ამაზე მუშაობა გაგრძელდებოდა მოგვიანებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 14:29

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა

„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება

„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის

„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

26 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს

ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.

აბას არაღჩი სტივ უიტკოფი

26 თებერვალი 2026, 12:36

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

მიქაელ ჯაბაროვი მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.