IMEDI /  19 ივლისი 2021, 17:19 / სანდო წყარო

შარლ მიშელი: ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს €2,3 მილიარდით დაეხმარება

შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ჩვენი სამი ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევეში 45%-ითაც კი იმატა ჩვენმა ურთიერთობამ და ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმისთვის, რომ თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს, იმისთვის რომ კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე.

მეგობრებო, კოლეგებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი - საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. 500 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და სამი პრიორიტეტი გამოვყო, პირველი არის უპრეცედენტო ეკონომიკური გარღვევის პროგრამა, რომელიც არის გარდამტეხი ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. ასევე ძლიერ მწამს, რომ დაკავშირება თავისი ფართო გაგებით, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შევძლებთ ათასობით კილომეტრი გზის დაგებას, სარკინგზო გზების განვითარებას 2030 წლისთვის. ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება, იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო მედეგს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე და საბოლოო აქცენტი არის რეფორმები. დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია გახდეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა. ესაა უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი.

მეგობრებო, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების, პარტნიორების, ტრიოს ინიციატივაზე. იმისთვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე“- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს კი, საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებიც ჩამოვიდნენ. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად ესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2026, 00:52

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

13 ივნისი 2026, 23:08

რეგიონი

ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან,საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 23:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ცვლილებით ამ ქვეყნის ავის მოსურნეს იოტისოდენა სურვილიც არ გაუჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამოაყირაოს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის

ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც

იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ

20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს

იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის - იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო

„მე თვითონ გამომქონდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ფიზიკურად ვერც კი მოვასწარი ჩამოვსულიყავი კომიტეტის სხდომიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში და მესამე მოსმენით განგვეხილა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, (რომელიც ავალდებულებს პირს, რომ სანამ გრანტს გასცემს შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან), რომ საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტი ორ პირზე, გიორგი კანდელაკსა და ხვადაგიანზე. ამის შეფუთვა იყო ის, რომ თურმე ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა ბატონ გიორგი კანდელაკს და ხვადაგიანს ( მგონი გვარი არ მეშლება) სადმე ვინმეს გინახავთ გიორგი კანდელაკი სახაზავით დადიოდეს და ტურისტულ მარშრუტებს აწყობდეს?!“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული

პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ბექა ნაცვლიშვილი

13 ივნისი 2026, 21:52

პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: მგონია, რომ კაია კალასს, საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება, თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა - ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს არ ელაპარაკებით

კაია კალასს მგონია, რომ საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა, ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან ადამიანებს არ ელაპარაკებით , - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირში აქეზებს ადამიანებს და ამის შემსწრე უკრაინის ომი დაწყებამდე ბრიუსელში თავადაც იყო. ნაცვლიშვილი განცხადებით, განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს პრონაცური დამოკიდებულება აქვთ.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, უზრუნველვყოფთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს

ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული მმართველობითი სისტემა

თქვენ არ მოგწონთ ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორი არჩილ გამზარდიას.

არჩილ გამზარდია

13 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

არჩილ გამზარდია: მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას, მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება

ოთხ წელიწადში ხუთი რევოლუციის მოწყობაზე თემა მეგონა კომედიური გადაცემის ჟანრი, ერთ ფრაზაში განმიმარტეთ რა არის რევოლუცია, - იკითხა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პროფესორმა არჩილ გამზარდიამ. „მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები, შეიძლება თქვენ ხართ შესანიშნავი იურისტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განზომილებებში სათანადოდ შეიძლება კომპეტენციები არ ჰქონდეთ. რა არის რევოლუცია? მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება. მოსწონს ავტორიტარული და ტოტალიტარული ქვეყნები? ე.ი ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ტოტალიტარული. მარტო ჩვენ არ გვეშინია თქვენი, თქვენ თავად გეშინიათ, იმიტომ რომ ამ ლოგიკას აფუძნებთ ფობიაზე, რომ ყველა მტერია, ვიღაცამ ფოტო გადაიღო, ვიღაცამ აზრი გამოთქვა, ნებისმიერ მათგანს შეფუთავთ როგორც კი დაგჭირდებათ დანაშაულად“, - მიმართა გამზარდიამ „ქართული ოცნების“ წევრებს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ

პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას, ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.

იაგო ხვიჩია

13 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის

ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიამ გადაცემაში ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძის თხოვნაც გადასცა.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.