29 ივლისი 2021, 14:16 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სენატორებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, პარტიაში არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მცდარია.

„საფრთხე ერთია - მეტი პოლარიზების შემოტანა ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკაში, რაც ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომლის ერთგულიც სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ. იმ ღირებულებების ერთგული, რომელიც ამ შემთხვევაში, გვაერთიანებს მთლიანად ევროპასთან და დასავლურ ცივილიზაციასთან. პოლიტიკა ვერ იქნება სწორ კალაპოტში, როდესაც პოლარიზაციის ამხელა ხარისხს ვხედავთ, რაც არსებობდა, არსებობს და სწორედ ამგვარი პროცესების განვითარებაზე სამომავლოდაც თვალი უჭირავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩავთვალეთ, რომ ეს პირიქით, მეტი რისკის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო დემოკრატიისთვის, როდესაც ჩვენ მივიღებდით კონფრონტაციის უზარმაზარ ხარისხს. თავიდან ბოლომდე იმ დესტრუქციული ქმედებების შედეგად და დამოკიდებულების გამო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავლენს.

რომ მქონდეს იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება რამე ფორმით მიზნად ისახავს ევროპულ ან დასავლეთ-ევროპულ ორბიტაზე ჩამოცილებას, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული იქნებოდა. პირიქით მგონია, რომ ყველაზე მეტად სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 13:45

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა. განკვეთილ სასულიერო პირებს - ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

21 სექტემბერი 2021, 13:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის ინიციატივით გამოდის

„ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება“.

მაია მწარიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც Netflix-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარის პრიზიორი: არასდროს არაფერი მომიგია - ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი

72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 ათასი ლარი მოიგო. მოგების შესახებ ჟურნალისტისგან, სატელეფონო ზარით გაიგო.

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

21 სექტემბერი 2021, 13:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძე

21 სექტემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ ახლა რიგგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ, მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, როცა პარტიის წევრები ამბობენ, რომ, არჩევნებამდე, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელის დასაბარებლად და რიგგარეშე სესიის თვის არ სცალიათ.

21 სექტემბერი 2021, 12:57

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

21 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

21 სექტემბერი 2021, 12:49

რეგიონი

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

ნათია თურნავა

21 სექტემბერი 2021, 12:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სარმიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

დეა კულუმბეგაშვილი / კადრი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიიდან

21 სექტემბერი 2021, 12:36

კულტურა

სან სებასტიანის ფესტივალის ვებგვერდზე დეა კულუმბეგაშვილს „ქართული კინოს იმედის სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ

სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაეთმო ღონისძიების ჟიურის წევრებს. ჟიურის ქართველი თავმჯდომარის, დეა კულუმბეგაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ „ის არის იმედის სიმბოლო ქართული კინოსთვის“.

21 სექტემბერი 2021, 12:26

COVID19

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 25,2%-ია სრულად ვაქცინირებული

21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.

ანზორ მელია

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ანზორ მელიამ არ იცის, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და რამდენია ქალაქის ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს არ იცის რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში და რა მოცულობისაა ქალაქის ბიუჯეტი. „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვებს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვერ უპასუხა.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

„ამას უნდა მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი უბრალოდ დაიხუროს და არც ის შეიძლება, რომ მას წინასაარჩევნოდ იყენებდეს ვინმე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

21 სექტემბერი 2021, 12:19

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.