imedi.ge /  01 აგვისტო 2021, 16:09 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ტურისტების მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ის რეაქცია, რასაც ჩვენ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოსა და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის. მისთვის დამახასიათებელ საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების მედია ტერორის მთელი არსენალით, მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალების გზით - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, მთელი ეს კამპანია ღიად არის მიმართული ოცნების რეიტინგის კლებაზე, ასევე აქცენტირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით საქართველოს წინააღმდეგ ნამდვილი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

„ავსტრალიელი ტურისტი გოგონას საზარელი მკვლელობა, გვახსენებს კრიმინალის სახიფათო ხასიათსაც და საზოგადოების გამოწვევასაც წარმოადგენს. ტურისტების მსგავსი მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა და რეზონანსულიც გამხდარა წლების განმავლობაში, მაგრამ ის რეაქცია რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის, მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების, მედია ტერორის მთელი არსენალითა და ამ შემთხვევის მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალებით. ცალკე თემაა სოცქსელები, სადაც მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, spend your summer in georgia(გაატარე ზაფხული საქართველოში) სლოგანის პერიფრაზირებით, სადაც სიტყვა spend გადაკეთებულია SP-END ით ანუ დასასრულით, ავსტრალიელი ტურისტი გოგონას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. მთელი ეს კამპანია ღიად ატარებს რა წინასაარჩევნო ხასიათს, „ოცნების“ რეიტინგის ვარდნასა და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზეა აქცენტირებული. ტრაგედიებით სპეკულირება ნაცკლასტერისა და მხარდამჭერი მედია საშუალებების შესრულებით ახალი არ არის. მთავარი მესიჯბოქსებიც, თბილისი სიკვდილის ქალაქი, სწორედ ამას ემსახურება, ხელისუფლების დემონიზაციით ტურისტული სეზონის ჩაგდებას პირველ რიგში. სამწუხაროდ, ტურისტების მკვლელობები და მოტაცებები არც თუ იშვიათია, მსოფლიოში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც კი. ამის მრავალი მასალა არსებობს. სპეციალური საინფორმაციო ინტერნეტ ვებ-გვერდიც არის შექმნილი/touristkilled. com/ , რომელიც ფოკუსირებულია მთელ მსოფლიოში ტურისტთა გარდაცვალების, დაკარგვის, გატაცების, დაზიანებების ინფორმაციაზე. აღნიშნულ ვებ-გვერდზე წითლად არის მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ტიპის კრიმინალური ისტორიები ხშირია და ნიშანდობლივია, რომ საქართველო ამ წითელ ზოლში საერთოდ არ გადის. მეორეც, მე ვერ ვიხსენებ რომელიმე ქვეყნის ისტორიას, სადაც ტურისტებზე თავდასხმების კრიმინალური ისტორიები პოლიტიკური სპეკულირების და ანტისახემწიფო კამპანიის ნაწილი გამხდარიყოს, ან აშშ-ში და ან თუნდაც ნორვეგიაში, ბრეივიკის ცნობილი სისხლიანი კალოს დროსაც კი. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი სარეკორდო 12.7 პროცენტია, რამაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, სავალუტო კურსის სტაბილურობაც უზრუნველყო. რაც მთავარია, ამ ზრდის წამყვანი ფაქტორი, ადგილობრივ ექსპორტთან ერთად, ტურისტული ინდუსტრია გახდა, რომელმაც იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდები იყო, და რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. მიმდინარეობს ნამდვილი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. პარლამენტისა და ევრომედიაციის დოკუმენტის ბოიკოტირებით, მუდმივი საბოტაჟისა და ობსტრუქციის რეჟიმში ქვეყნის შეყვანა, ერთადერთ მიზანზე დესტაბილიზაციის გამოწვევისა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობაზეა გათვლილი. ვადამდელიც ამ სცენარის ნაწილია. ანტივაქსერულ კამპანიასთან ერთად, ამ ტრაგიკული კრიმინალური მოვლენის ქრონიკად გადაქცევის მცდელობაც, ეკონომიკის ახალ ჩაკეტვას, ტურისტული სეზონის ჩავარდნას და შესაბამისად არჩევნების წინ, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ემსახურება. და თუ ვის ინტერესშია ეს ყველაფერი, თუ არა რუსეთის არც ამას უნდა დიდი მიხვედრა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მიზანდასახული ხელშეშლა, რასაც ცალკეული პროპაგანდისტული ჯგუფები ეწევიან, ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკის გაჩერებასაც. მეოთხე პანდემიურ ფაზაში შესვლით, თუ ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, მთავრობა იძულებული გახდება ახალი ლოკდაუნი გამოაცხადოს, რაც ეკონომიკას ზრდის ფაზიდან ისევ ვარდნის ფაზაში გადაიყვანს, თანმდევი ნეგატიური შედეგებით, უმუშევრობის ზრდით, ბიუჯეტის დეფიციტის გარღვევით თუ სავალუტო კურსის რყევით, ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებით გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით, რაც ისევ მოსახლეობის გადასახდელი იქნება’’ - წერს ექსპერტი facebook - ზე.

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 20:14

პოლიტიკა

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს.

ირაკლი კობახიძე

25 აგვისტო 2026, 19:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

25 აგვისტო 2026, 19:33

მსოფლიო

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ სამშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

ტომოკო აკანე

25 აგვისტო 2026, 19:18

მსოფლიო

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა. ეს განცხადება უფლებადამცველი ორგანიზაციების იმ კრიტიკას მოჰყვა, რომელთა შეფასებითაც ტოკიოს რეაქცია სუსტი იყო.

25 აგვისტო 2026, 18:58

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გაანადგურებს ირანის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ახალ ნაღმებს განათავსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, და დაიმუქრა, რომ გაანადგურებს ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ახალი ნაღმების განთავსებას შეეცდება.

ჯონ რეტკლიფი

25 აგვისტო 2026, 18:52

მსოფლიო

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება.

25 აგვისტო 2026, 18:50

საზოგადოება

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველო პარლამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 18:42

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია

ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

რატი იონათამიშვილი

25 აგვისტო 2026, 18:37

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, -წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ლინ ძიანი

25 აგვისტო 2026, 18:34

მსოფლიო

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია

ოფიციალურმა პეკინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია.

25 აგვისტო 2026, 18:33

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მარტა კოსი

25 აგვისტო 2026, 18:19

მსოფლიო

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სამშაბათს წარადგინა ევროკომისიის წინადადება ბლოკის გაფართოების პროცესის გადახედვის შესახებ - მან ისაუბრა ეტაპობრივი ინტეგრაციის, კანდიდატი ქვეყნების უფრო მკაცრი შემოწმებისა და ახალი მეთოდოლოგიის გეგმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 18:06

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გახსნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

25 აგვისტო 2026, 17:55

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მიხაილ როთი

25 აგვისტო 2026, 17:42

მსოფლიო

გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა

გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა.

25 აგვისტო 2026, 17:29

მსოფლიო

The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას

The New York Times-ის ინფორმაციით, ოდესღაც უკრაინისთვის ყველაზე სასურველი დასავლური შეიარაღება, ტანკები უსაქმოდ დგას, ტყეებშია დამალული და ობობას ქსელით იფარება.

კახა კალაძე

25 აგვისტო 2026, 17:25

საზოგადოება

კახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას - თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ გაქვთ სწავლის, განვითარებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

ალექსანდრე ძნელაძე

25 აგვისტო 2026, 17:23

პოლიტიკა

ალექსანდრე ძნელაძე „ფონდი ქართუს“ მიერ გამოსყიდულ სესხებზე: „ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს - ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა

„ქართუ ფონდის“ გარდა არავის არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს აღნიშნული სესხი, რადგან სესხები, რომელიც შეიძინა „ქართუ ფონდმა“, მხოლოდ მას ეკუთვნის აღნიშნული ვალდებულებები, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 17:22

რეგიონი

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს გეოლოგიურ კვლევასა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენას. ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ელოდებიან სპეციალისტების დასკვნას.

25 აგვისტო 2026, 17:15

რეგიონი

ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.