imedi /  05 აგვისტო 2021, 00:28 / სანდო წყარო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ.

სხდომის დასრულების შემდგომ სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის (საბჭოს მომავალი წევრის რანგში) წარმომადგენლებმა.

ერთობლივ განცხადებაში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა და დაგმეს საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი, რუსეთის მიერ კონტროლის განხორციელებისა და უკანონო სამხედრო ყოფნის ფაქტები; ასევე, რუსეთის მიერ, საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. განცხადებაში რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მხარეები იხსენებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილებას, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველებისათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გამოძიების ჩატარების განუხორციელებლობაზე. განცხადებაში მხარეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მოწოდებას აკეთებენ, უზრუნველყოფილ იქნას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმებისთვის ადგილზე დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომა.

განცხადებაში ხაზგასმულია, გადაუდებელი საჭიროების მქონე ყველა სამოქალაქო პირისთვის შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისათვის საჭირო პირობების შექნის აუცილებლობა. განცხადებაში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გამოხატავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs), როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე საპასუხო მნიშვნელოვანი ფორმატების მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ გალში, შემდგომი შეფერხებისა თუ წინაპირობების გარეშე, შეხვედრების განახლების აუცილებლობას.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.​

გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი“, – განაცხადა გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია, შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის.

„ჩვენ ასევე შეგახსენებთ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის გადაუდებელ საჭიროებას. ამასთან, აუცილებელია, შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატებს რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა თუ წინაპირობების გარეშე.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

15 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

15 აპრილი 2026, 19:16

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 19:09

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბაჩო ოდიშარია

15 აპრილი 2026, 18:57

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.