06 აგვისტო 2021, 18:05 / სანდო წყარო

ირაკლი ხმალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვაზე: თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ - ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება

ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე

„იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისის“ ადმინისტრაცია ამ საკითხებზე მუდმივად მუშაობს და კონკრეტული შედეგები უკვე არის, მაინც მოხდა გაფიცვის პროვოცირება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვაზე საუბრისას.

„მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში, სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი და შედეგები უკვე მიღებული გვაქვს. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში, მათი ხელფასები 20%-ით გაიზარდა, უნიფორმები შეძენილია და გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია. გარკვეული ნაწილის განახლებაზე კი, უკვე მოლაპარაკებებიც დასრულებულია და, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ, სესხიც გამოყოფილია. უნდა გამოცხადდეს რამდენიმე მილიონევროიანი ტენდერი დამატებითი სპეცტექნიკის შესაძენად. ეს არ იყო გაფიცვა. ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა. გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები“, - აღნიშნავს ირაკლი ხმალაძე.

მისი თქმით, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან „ბულინგის“ მსხვერპლი გახდნენ.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო გაფიცვა და არანაირი პროცედურა, წინასწარი გაფრთხილება ამ შემთხვევაში არ მომხდარა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, უფრო მეტიც, გაფიცვის ფარგლებსაც გასცდა მათი აქტი. ის თანამშრომლები, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან „ბულინგის“ მსხვერპლი გახდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ და სამუშაო რეჟიმის განახლება. ამას ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება. შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი აქამდეც და ამის შემდეგაც ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ სათანადო პირობები შეიქმნას, როგორც ანაზღაურების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს უკვე დაუბრუნდა. შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმოს ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

გაფიცულები ხელფასის მომატებას, სამუშაო გრაფიკის პირობების გაუმჯობესებასა და უნიფორმებს ითხოვდნენ.

ყველა სიახლე

ნინო ბაგაშვილი

22 ივლისი 2026, 18:20

საზოგადოება

ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება

იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2026, 18:19

მსოფლიო

ტრამპი: ამერიკელები ომის წინააღმდეგნი არ არიან - ამერიკელებს არ სურთ მაღალი ფასები საწვავზე, მაგრამ ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებს საწვავის მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან.

22 ივლისი 2026, 18:18

ეკონომიკა

თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

22 ივლისი 2026, 18:16

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.

22 ივლისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.

გიორგი აბუთიძე

22 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები

დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა

ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიქტორ ორბანი

22 ივლისი 2026, 17:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი

ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

22 ივლისი 2026, 17:39

მსოფლიო

უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება

უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

22 ივლისი 2026, 17:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს

ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

22 ივლისი 2026, 17:18

ეკონომიკა

„საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო კვანძად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.

22 ივლისი 2026, 17:15

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2026, 17:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს.

მიხაილო ფედოროვი

22 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

გამოკითხვა: ფედოროვის გადაყენებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან უკრაინელების 72% ეწინააღმდეგება

ორგანიზაცია Raiting Group-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 72% მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ უჭერს.

22 ივლისი 2026, 16:46

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 16:29

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო

„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

22 ივლისი 2026, 16:24

რეგიონი

ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა.