www.imedi.ge /  19 აგვისტო 2021, 17:52 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ინიციატივებით განხორციელდა პროექტები, რომლებმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე კახა კუჭავამ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კუთხემ არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა.

„რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება - მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს. ჩამონათვალი ძალიან დიდია. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას. მე ყოველთვის ვუწოდებ მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს - ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.

ოზურგეთზე საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ბევრ პროექტზე იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ამ ქალაქს და ამ მუნიციპალიტეტს აქვს - აგროტურიზმი, ეკოტურიზმი ის მიმართულებებია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს სრული მასშტაბებით, ეს შესაძლებლობა ოზურგეთს ნამდვილად აქვს.

მე მოვინახულე შატო „როიალ ასკანელი“, რომელიც ნამდვილად სამეფო შატოა. ღვინის ტრადიციები, რომელიც აქ არის, სახელს უთქვამს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე გურულ და ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიციებს. არის გარკვეული პროექტები, რომელსაც ხაზგასმა სჭირდება და მე ნამდვილად გამოვყოფდი ოზურგეთის დრამატულ თეატრს.

ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მსგავს პროექტებს. ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ინიციატივებით განხორციელდა პროექტები, რომელიც ნამდვილად რჩება ამა თუ იმ რეგიონის „ლენდმარკ“ პროექტებად. „ციცინათელა“, უნიკალური დენდროლოგიური პარკი, „პარაგრაფი“, „ბლექ სი არენა“ - ეს ის პროექტებია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს და გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ვიხილავთ და ამისთვის დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი კანდიდატზე, ჩემს მეგობარზე ავთო თალაკვაძეზე მე პირადად ვთვლი, რომ მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის იმისა, რომ როდესაც აღწევ დიდ წარმატებას, ზურგს გიმაგრებს განათლება, პროფესიონალიზმი და ბრუნდები შენს მშობლიურ ქალაქში, ცდილობ შენი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი დაუთმო იმ ქალაქს, რომელმაც გაგხადა ის, რაც ხარ. ვიცნობ რა მას, მის მონდომებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოთხი წლის თავზე ნამდვილად ვიამაყებთ იმ პროგრესით, იმ განვითარების ტემპებით, რომელსაც ჩვენი ახალი მერი, საკრებულოს გუნდთან ერთად მიაღწევს ოზურგეთისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა კუჭავამ.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

28 ივლისი 2026, 09:53

მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.

28 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ოლექსანდრ ბანკოვი

28 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს უცხოური დახმარების მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:42

მსოფლიო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.

28 ივლისი 2026, 09:37

მსოფლიო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.

28 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.

28 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:23

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.

დავით მათიკაშვილი

28 ივლისი 2026, 09:19

პოლიტიკა

მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ნინო წილოსანი

28 ივლისი 2026, 09:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს

ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.

28 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ადამიანით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გიორგი ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ

„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ლევან ყურაშვილი

27 ივლისი 2026, 22:11

პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა

„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 ივლისი 2026, 22:06

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი

„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.