imedi /  20 აგვისტო 2021, 18:00 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: მადლობა ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, ვინც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან , პრემიერ მინისტრის აპარატთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად მუდმივად იყო კოორდინაციის და კომუნიკაციის რეჟიმში და ყველა ნაბიჯი იყო ეტაპობრივად დაგეგმილი იმისთვის, რომ უვნებლად გამოსულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

„თავიდანვე ჩვენ ვიყავით მუდმივად კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი და ასევე უნგრელი კოლეგები. სწორედ მათი დახმარებით და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ჩვენი მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან . პროცესი იყო უაღრესად რთული, რადგანაც მდგომარეობას ამძიმებდა ქაბულში შექმნილი სიტუაცია და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი და იმ სიტუაციაში რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას და მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ყველა იმ საელჩოს რომელიც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში.

„პროცესი იყო გაყოფილი ორ ნაწილად . შვიდი მოქალაქე, რომლის გამოყვანაც პირველ ეტაპზე მოხერხდა რამდენიმე დღის წინ, ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. დანარჩენი საქართველოს 16 მოქალაქე, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაში მუშაობდნენ , მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა , ობიექტური პირობების გამო, თუმცა მიხარია რომ ისინი უკვე უვნებლად არიან გამოსული და მოფრინავენ საქართველოში და უახლოეს პერიოდში ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ხელაძე

29 მაისი 2026, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ

ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მათ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ან ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრისას.

კირ სტარმერი

29 მაისი 2026, 18:30

მსოფლიო

კირ სტარმერი: რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ მას არ ადარდებს სამოქალაქო პირების სიცოცხლე, საერთაშორისო სამართალი თუ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაქციას რუმინეთში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით.

რომან კაკულია

29 მაისი 2026, 18:30

პოლიტიკა

რომან კაკულია: შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღის მილოცვაზე საუბრისას.

29 მაისი 2026, 18:25

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრები და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

29 მაისი 2026, 18:24

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც რუსეთი ახალი, „მასშტაბური თავდასხმისთვის“ ემზადება.

ჯეი დი ვენსი

29 მაისი 2026, 18:19

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვაშინგტონი და თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები რჩება, თუმცა ისინი შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოს“ არიან.

29 მაისი 2026, 18:18

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან მგზავრებს ახალ პრემიუმ სერვისს - Fast Track-ს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ლევან მოსეშვილი

29 მაისი 2026, 18:09

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება, გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.

ირაკლი ხელაძე

29 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი საქციელი. საზოგადოებაც მიეჩვია, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში, არეულობასა და უბედურებაში სარგებელს

ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში არ გამეორდეს მსგავსი შემთხვევები ან შემცირდეს მისი რაოდენობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გორის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

29 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის

გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა კანდელაკის ფეისბუქ-პოსტის შეფასებისას.

29 მაისი 2026, 17:53

მსოფლიო

Reuters: ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად ყოველ 24 საათში 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს

ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ყოველ 24 საათში ერთხელ საშუალოდ 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 მაისი 2026, 17:40

საზოგადოება

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის ფარგლებში ასევე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2026, 17:39

პოლიტიკა

სტატიებისა და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი „ფეისბუქ“ პოსტით ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია

სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი ახლა ფეისბუქ პოსტით ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს.

თამარ იოსელიანი

29 მაისი 2026, 17:37

რეგიონი

თამარ იოსელიანი: ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.

დონალდ ტუსკი

29 მაისი 2026, 17:32

მსოფლიო

დონალდ ტუსკი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკრაინული ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭების შესახებ: ეს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს ლახავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭოს პოლონელების ისტორიულ გრძნობებს ლახავს.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2026, 17:30

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.

29 მაისი 2026, 17:27

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ ჯიღაურას გენეტიკური რესურსების ეროვნულ ბაზაზე პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდა პარლამენტის წევრებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარეულს, კომიტეტის წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და აპარატის სტაჟიორებს უმასპინძლა.

29 მაისი 2026, 17:25

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

ბიზნეს ლაუნჯი ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ და TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ გახსნეს.

მარია ზახაროვა

29 მაისი 2026, 17:18

მსოფლიო

რუსეთი რუმინეთს საკონსულოს დახურვის გამო საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი რუმინეთის გადაწყვეტილებაზე კონსტანცაში გენერალური საკონსულოს დახურვისა და კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ეკატერინე გუნცაძე

29 მაისი 2026, 17:13

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით

სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე, გაზრდილი მოცულობის შეთავაზება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესის დასაკმაყოფილებად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.