Imedi /  25 აგვისტო 2021, 14:55 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

6 თვის წინ, როდესაც მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად დაკეტილი, ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი ლოკდაუნის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინა და გაჩნდა გამოსავალი და წამალი, რომელიც ამ მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვაგვარი მართვა, დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს.

„ჩვენც, ანალოგიურად, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ვაქცინების ეტაპობრივად შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რადგან ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბოლო, 2020 წელს. ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ გახსნა და აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა და თავდაჯერებულობა მიეცა ბიზნესს სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით. ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, ივნისში - 18%, ბოლო 6 თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, ჩვენ 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და მოგვიწევდა ახალი, დამატებითი სესხის აღება წელს. ამ დროს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ 3 მილიარდი აშშ დოლარი საგარეო ვალი აიღო, რითაც გადავაჭარბეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებულ ლიმიტებსა და რეკომენდაციებს. ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად, წელსვე დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი შევიკავოთ იმ საგარეო ვალის აღებისგან, რომლის აღების აუცილებლობაც წელს არ გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩვენი მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილების გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ ასე გაგრძელება, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ნახეთ, როგორი გამოძახილი პოვა აღნიშნულმა ნაბიჯებმა - ჩვენ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. დაიწყო ტურიზმის სწრაფად აღდგენა, მოქმედმა მერმა მითხრა, რომ წელს ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა სვანეთში. აჭარაში, კახეთში, ყველგან გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ის, რომ ჩვენს მოსახლეობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი და ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

26 ივლისი 2026, 15:32

მსოფლიო

რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

26 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული

საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა.

26 ივლისი 2026, 14:36

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

კეტი პერი

26 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა

„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

26 ივლისი 2026, 14:22

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.

26 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს

ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.

26 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

26 ივლისი 2026, 14:13

მსოფლიო

მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 14:12

საზოგადოება

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

26 ივლისი 2026, 14:06

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

26 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

26 ივლისი 2026, 13:58

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა

SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.

ზაალ ანჯაფარიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცოტნე ანანიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?

„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვიქტორ ორბანი

26 ივლისი 2026, 13:11

მსოფლიო

ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“

„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.

26 ივლისი 2026, 12:13

კულტურა

„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.

26 ივლისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.

26 ივლისი 2026, 11:29

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

26 ივლისი 2026, 11:27

საზოგადოება

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.

26 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,