imedi /  26 აგვისტო 2021, 14:53 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, ადამიანი მხარს უჭერდეს „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს, როცა 4-5 კაცი წყვეტდა ნებისმიერი ადამიანის გაკულაკებას, ქონების კონფისკაციასა და ოჯახების დანგრევას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

არ დავმალავ ჩემს გაოცებას, ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, ადამიანი მხარს უჭერდეს „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს, კაცს, რომელმაც თავისი სისულელეებით დაგვაკარგინა 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ახალგაზრდები პირდაპირ ქუჩაში ჩახოცა და ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ, მათ შორის აქ, სამეგრელოს ტყეებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი და ე.წ. კასრების საქმე გაიხსენა.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე გამოვიძიეთ და გავხსენით - ე.წ. კასრების საქმე. როგორ ექცეოდნენ, როგორი სიძულვილით და აგრესიით უნდა იყო აღვსილი, რომ ასე ექცეოდე საკუთარ თანამოქალაქეს, უდანაშაულო ადამიანს. დამნაშავეც რომ იყოს, როგორ შეიძლება, ასე მოექცე. ამას მხოლოდ ნეოფაშისტები და ტერორისტები თუ სჩადიან ადამიანების წინააღმდეგ. როგორი კაცთმოძულე უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი არნახული, ენით აუწერელი სიბინძურე და სისაძაგლე ჩაიდინოს. ამ ხელწერის, ასეთი საქმეების მემკვიდრეებს, როგორ შეიძლება, ადამიანმა მხარი დაუჭიროს. მესმის, შეიძლება განაწყენებული იყოს, რაღაც პროტესტის გრძნობა გააჩნდეს, რაღაც არ მოსწონდეს „ქართულ ოცნებაში“. რა თქმა უნდა, ჩვენ უშეცდომონი არ ვართ, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. შეცდომაც ბევრი მოგვივიდა, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. მეც ბევრი რამ არ მომწონდა და არ მომწონს. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, უფრო უნდა დავაჩქაროთ განვითარების ტემპები და პროგრესი შევიტანოთ ყველა ქალაქსა დაა მუნიციპალიტეტში. ხომ არ შეიძლება, ისევ ის განსაცდელი დაუბრუნო მოსახლეობას, რაც, უფლის წყალობით, მშვიდობით გავიარეთ და ვნახეთ. თუმცა, რა მშვიდობაზე ვსაუბრობთ საერთოდ. კაცმა ომის დროს აჩვენა ყველაზე დიდი სირცხვილი და მიწაზე ფორთხვით აჩვენა საკუთარი სახე - ლაჩრობის უმაღლესი მწვერვალი, მაშინ, როდესაც მოითხოვდა და დღესაც მოითხოვს ადამიანებისგან თავგანწირვას, ეს არის პირდაპირ ტერორიზმის და ფაშიზმის წახალისება, ეს არის ნეოფაშიზმი, სხვა არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აუცილებელია მოსახლეობისთვის ამის შეხსენება, რადგან შეცდომების გამეორების უფლება აღარ გვაქვს.

„ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. გავიზარდეთ, წინ მივდივართ, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, თანამედროვე დემოკრატია, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ უფრო ძლიერი ტემპები და ეფექტიანად და ძლიერად მართვა. ყველაზე რთულია დემოკრატიულად მართვა. რა უნდა დიქტატურას და ავტორიტარულ რეჟიმს. ძალიან მარტივია, როცა ადამიანი და ხელისუფლება მართავს ძალადობის გზით, მაგრამ ეს ხომ არის უტოპია. ქართველი ხალხი ამას არასოდეს მოითმენს. ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსებისმოყვარე, ძლიერი და გაუტეხელი ხალხი. როგორ შეიძლება, ასეთ მეთოდებით მოინდომო შენი ქვეყნისა და ხალხის მართვა. ესეც ვნახეთ, რომ ეს იყო წარუმატებელი პროექტი. ეს იყო კლასიკური მაფიოზური სახელმწიფო, როცა 4 და 5 კაცი წყვეტდა ყველაფერს - ნებისმიერი ადამიანის გაკულაკებას, ქონების კონფისკაციას, ოჯახების დანგრევას, ბიზნესის ჩამორთმევას. წალენჯიხაში რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მიამბო კონკრეტული ისტორია, როგორ ჩამოართვეს ბიზნესი, სახლ-კარი, ყველაფერი და გააუბედურეს, ოჯახი დაუქციეს. ასე რომ, მეგობრებო, მე ვიცი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საღად უყურებს ყველაფერს და სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებს და მიიღებს ყოველთვის, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება. ჩვენზე არის დამოკიდებული, ჩვენს ხელისუფლებაზე, მმართველებზე, რომლებიც დღეს ვართ ხელისუფლებაში, თუ როგორი ეფექტურებიც ვიქნებით, როგორ საქმეს და შედეგს დავდებთ, ისეთივე იქნება დაფასება მოსახლეობისგან, მე ყოველთვის ვამბობ ამას, რომ მოსახლეობა ყოველთვის კარგად ხედავს გაკეთებულ საქმეს და გაუკეთებელ საქმესაც და სწორ ანალიზს, სწორ დიაგნოზს სვამს ყოველთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლაც უნიკალური ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

გიორგი სოსიაშვილი

01 აგვისტო 2026, 16:21

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებულ მუქარას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ბულინგი, ადამიანის დაჩაგვრა, რევოლუციები ოპოზიციის სავიზიტო ბარათია.

01 აგვისტო 2026, 16:20

მსოფლიო

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეჩვენებინათ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტი კვლავ ძლიერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

01 აგვისტო 2026, 16:05

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში

ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

თამარ ჩიბურდანიძე

01 აგვისტო 2026, 15:48

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება

თამარ ჩიბურდანიძე სამოქალაქო ჯგუფის მიერ ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის და მსგავსი პრაქტიკა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.

პედრო სანჩესი

01 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ნაბიჯები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებას აზიანებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

01 აგვისტო 2026, 15:38

პოლიტიკა

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"

მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.

01 აგვისტო 2026, 15:27

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა

ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მერაბ ხოხობაია

01 აგვისტო 2026, 15:24

საზოგადოება

მერაბ ხოხობაია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას - სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს, ბუნებრივია, მოეთხოვებათ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში

მთლიანობაში აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მოდელთან დაკავშირებით.

ირაკლი ნატროშვილი

01 აგვისტო 2026, 15:04

საზოგადოება

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აფასებს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 14:57

მსოფლიო

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლება უნდა მიეღო. ეს შეიარაღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, იუწყება The New York Times-ი.

01 აგვისტო 2026, 14:38

პოლიტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები

საზღვაო ტრანსპოტრის სააგენტო „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს.

01 აგვისტო 2026, 14:33

პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.

01 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება - სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, პრესრელიზის მიხედვით, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება. შეხვედრის გასაშუქებლად მისული მედიის ნაწილს კი ადგილზე არ უშვებს. სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება.

01 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვა, მატარებლებისა და მეტროს მოძრაობის შეფერხება და რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 14:15

სამართალი

2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა შეაჯამა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აჯამებს. უწყების ცნობით, რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა.

01 აგვისტო 2026, 13:47

თავდაცვა

„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა

როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებს როტაციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მარკო რუბიო

01 აგვისტო 2026, 13:47

მსოფლიო

რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლება დააანონსა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოება იხილავს გარკვეულ ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების თვალსაზრისით.

ჯაბა ხუბუა

01 აგვისტო 2026, 13:44

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა რუბლოვნა გამოვა ინიციატივით, რომ ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნას დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხინკალი არ უნდა აჭამონ, სანამ მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

შალვა პაპუაშვილი

01 აგვისტო 2026, 13:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ხოლო ამ საქმეში სუს-ს განსაკუთრებული მისია აკისრია

2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული სამსახური, რომელმაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი, მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი დაიკავა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გეკა გელაძე

01 აგვისტო 2026, 13:38

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

1 აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.