ირაკლი ღარიბაშვილი: ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ იგი გვიცავს სიკვდილისგან და ეკონომიკის აღდგენა სწორედ ვაქცინაციაზე გადის
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობამ, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისათვის, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ყველა პაციენტს, რომელიც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, მთავრობა პატრონობს. იქნება ეს სახლის პირობებში, სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, მათ, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სწორედ ის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის და მკურნალობის გარეშე.
„გავიხსენოთ შედარებისთვის, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რამხელა სხვაობაა ახლა, როგორი შედარებაა. მაშინ ჩვენ ვებრძოდით ერთ-ერთ ყველაზე დიდ აგრესიულ ძალას და როგორი ქაოსი იყო ქვეყანაში. აი, როგორ იმართებოდა ყველაზე დიდი კრიზისი მაშინ, იმ დროს. როგორ არაფრად მიაჩნდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე ერთი წელი ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის და მათთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გამიკეთებია. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ღალატი ჩაიდინეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა პირდაპირ მიატოვეს ჩვენი გმირები ბრძოლის ველზე. ამ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისმენთ ძალიან ბევრ მიზანმიმართულ ცილისწამებას, პანიკას და შეხედეთ, ტელევიზიებში რა ხდება! ყოველდღიურად მიზანმიმართული პანიკის დათესვა! კოვიდ-პანდემია არის მთელ მსოფლიოში, მეგობრებო და ვერავინ შეაკავა, ვერც ერთმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ყოველდღიურად ასი ათასი შემთხვევაა და ძალიან ბევრი გარდაცვალება და ა.შ. ყველგან, ევროპის ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი - ყველგან ხდება. პატარა საქართველომ მოახერხა ის, რომ პირველი და მეორე ტალღა ზოგადად წარმატებით ვმართეთ. მაშინ ყველა, მთელი მთავრობა, მთელი გუნდი იყო ჩართული. გასაგებია, შემდეგ დიდხანს გაიწელა ეს დაკეტვა, ე.წ. ლოკდაუნები და ამან გამოიწვია ჩვენი ათასობით მოქალაქის სამსახურის გარეშე დატოვება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ოკუპაციის შემდეგ, არ შეიძლება, შენი მოქალაქეები დიდხანს დატოვო სამსახურის გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამიტომაც, დაიწყო ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, გააზრებულად ეკონომიკის გახსნა
„დაახლოებით 6 თვის წინ, დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად მოვაგვარეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და რომელიც იცავს ჩვენ მოქალაქეებს სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი. არავინ და ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს. ოჯახშიც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი, აიცრას თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქტიური კომუნიკაცია ფაქტებითა და არგუმენტებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები აცრის აუცილებლობაში. დავიცვათ ჩვენი თავი, მოქალაქეები, მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები. რაც მთავარია, სწორედ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ტემპით აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას. ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის უპრეცედენტო. მთელ მსოფლიოში ახლა არსად ხდება ასეთი რამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს გააჩენს დამატებით დოვლათს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, შესაძლებელი გახდა სულ რაღაც 5 თვეში ბიუჯეტის 1,2 მილიარდი ლარით გაზრდა, შესაბამისად, დაფინანსდა მეტი პროგრამა, მათ შორის გაიზარდა ბავშვების სოციალური დახმარებები, ჯანდაცვა დაფინანსდა 600 მილიონით და ა.შ.
„დაფინანსდა უამრავი პროექტი, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. ამ დამატებითი ბიუჯეტით შევძელით ის, რომ მაგალითად ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ახლავე დაიწყება და ხვალიდან ტენდერს ვაცხადებთ. 5,5 მილიონი დაჯდება. სხვა უამრავი დამატებითი პროგრამის დაფინანსებას შევძლებთ. იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სკოლების რეაბილიტაცია, ბაღების აღჭურვა თუ სხვა. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო, მშვიდად, მტკიცედ და ორგანიზებულად. ჩვენ არ უნდა დავიბნეთ, არ უნდა დაიბნეს საზოგადოება და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაცია, ავუხსნათ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 17:36
პოლიტიკა
ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს
ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ონის კულტურის სახლში თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
01 აგვისტო 2026, 17:27
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს
რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
01 აგვისტო 2026, 17:26
რეგიონი
შეკვეთილში გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ დაიწყო. ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონი, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
01 აგვისტო 2026, 17:19
რეგიონი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.
01 აგვისტო 2026, 16:51
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ესპანურ სეუტაში უკანონოდ შეღწეული მიგრანტების უმეტესობა მაროკოში დააბრუნეს.
01 აგვისტო 2026, 16:21
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს, პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას
გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებულ მუქარას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ბულინგი, ადამიანის დაჩაგვრა, რევოლუციები ოპოზიციის სავიზიტო ბარათია.
01 აგვისტო 2026, 16:20
მსოფლიო
კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეჩვენებინათ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტი კვლავ ძლიერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 16:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში
ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
01 აგვისტო 2026, 15:48
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება
თამარ ჩიბურდანიძე სამოქალაქო ჯგუფის მიერ ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის და მსგავსი პრაქტიკა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.
01 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს
ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ნაბიჯები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებას აზიანებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 15:38
პოლიტიკა
სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - "როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები"
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.
01 აგვისტო 2026, 15:27
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
01 აგვისტო 2026, 15:24
საზოგადოება
მერაბ ხოხობაია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას - სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხოლო სტუდენტებს, ბუნებრივია, მოეთხოვებათ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში
მთლიანობაში აღნიშნული მოდელი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მოდელთან დაკავშირებით.
01 აგვისტო 2026, 15:04
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აფასებს.
01 აგვისტო 2026, 14:57
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლება უნდა მიეღო. ეს შეიარაღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, იუწყება The New York Times-ი.
01 აგვისტო 2026, 14:38
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები
საზღვაო ტრანსპოტრის სააგენტო „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს.
01 აგვისტო 2026, 14:33
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
01 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება - სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, პრესრელიზის მიხედვით, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება. შეხვედრის გასაშუქებლად მისული მედიის ნაწილს კი ადგილზე არ უშვებს. სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება.
01 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვა, მატარებლებისა და მეტროს მოძრაობის შეფერხება და რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


