IMEDI /  26 აგვისტო 2021, 14:14 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რეალური ინდუსტრია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

თითოეული რეგიონის მიხედვით შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, გვაქვს შესწავლილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონს აქვს, იქნება ეს სამეგრელო, გურია, აჭარა თუ სხვა, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ დეტალურად, რომ ბოლომდე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ამა თუ იმ ულამაზეს მხარეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი.

„ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას. წელს ჩვენ მოვახერხეთ და, მართვის სტრატეგიით, ეკონომიკის გახსნით და ამავდროულად ვაქცინაციის პირობებში, ტურისტული სეზონი შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი გაღარიბდა გასულ წელს და შემოსავალი დაკარგა. წელს შედგა ტურისტული სეზონი, ამას სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ამას გარდა, ვგეგმავთ, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს, უნდა აღვადგინოთ ეტაპობრივად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება, ამოცანა და მიზანი, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი გადამამუშავებელი საწარმო, რეალური ინდუსტრია. ამ მიზნით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, 2,5 მილიარდს გამოყოფს და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. არ იქნება თავმოყრილი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენი ვარაუდით, დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა ის მიწის ფართობი, რომელიც ჩვენს პატარა, მაგრამ უნიკალურ და ძალიან ლამაზ ქვეყანას აქვს. იქნება ეს თხილის, ჩაის პლანტაციები, მოცვის თუ სხვა კულტურების გაშენება სამეგრელოში, გურიაში და სხვაგან. ყველა რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, თავისი გადამამუშავებელი საწარმოების, სამაცივრე და შესანახი მეურნეობის განვითარებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში, რითაც რეალურად შეიცვლება მთელი ქვეყნის სურათი.

„ეს იქნება გზები, ხიდები, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ურბანული განახლება. ჩვენ დავიწყეთ 500-მილიონიანი პროექტი - „განახლებული რეგიონები“, რაც არის ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად, ვიზუალით, განვითარების დონითა და სტანდარტებით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუგებარი ღვარძლით და ბოღმით სავსე რიტორიკა, რომელიც ჩვენი ოპონენტებისგან მომდინარეობს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ილონ მასკი

15 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ილონ მასკი: დიდი ბრიტანეთი პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა

პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას ზღუდავს, არის „მგელი ცხვრის ტყავში“.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული ბომბი - ისინი დათანხმდნენ ამას, მათ არ ექნებათ ბომბი და ეს იყო მთელი ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს და სწორედ ამით გაამართლა განხორციელებული სამხედრო ოპერაცია.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 21:14

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 21:04

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია და პარასკევს სრულად გაიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „უკვე ნაწილობრივ გახსნილია“ და რომ იგი სრულად პარასკევს გაიხსნება, როდესაც აშშ და ირანი ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

იტამარ ბენ გვირი

15 ივნისი 2026, 20:54

მსოფლიო

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი აშშ-ირანის შეთანხმებაზე: ტრამპის შეთანხმება ჩვენთვის სავალდებულო არ არის - ისრაელი არ არის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში, ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილ შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის.

15 ივნისი 2026, 20:49

პოლიტიკა

მე-13 ევროპაში და 24-ე მსოფლიოში - საქართველოს მთავრობა კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პროგრესი ევროკავშირის ცენტრიდან ისევ არ ჩანს, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასება კიდევ ერთ გლობალურ გამოკითხვაში დაიმსახურა. საქმე ამჯერად, კოორდინირებულ მმართველობას ეხება, რაც ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსში აისახა.

15 ივნისი 2026, 20:46

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანელებს შეიძლება წვდომა ჰქონდეთ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანელებს „შეიძლება წვდომა ჰქონდეთ“ 300 მილიარდი დოლარის აღდგენით ფონდზე, რომელიც, მისი თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულებები შესრულდება.

15 ივნისი 2026, 20:45

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საზღვარზე კანონდარღვევა აღკვეთა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შემოსავლების სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთა.

15 ივნისი 2026, 20:39

სამართალი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო. საუბარია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებით, ციფრული ვალუტის გენერირებასა და არალეგალური შემოსავლების მიღებაზე.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 20:36

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ირანის შეთანხმების ტექსტი საკმაოდ მალე გამოქვეყნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საჯაროდ გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს დაგეგმილი ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

15 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

შოთა თუთბერიძე

15 ივნისი 2026, 20:33

სამართალი

4 ათასი ლარი შეურაცხყოფისთვის - ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის გამოყენება დასჯადია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის საჯაროდ შეურაცხყოფა 4 ათასი ლარი დაუჯდა. შოთა თუთბერიძე პრობლემას ვერ ხედავს იქ, სადაც შსს-ს ახალმა სამმართველომ კანონდარღვევა აღმოაჩინა და სასამართლომ ეს დაადასტურა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 20:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.

15 ივნისი 2026, 20:22

პოლიტიკა

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავება - სერბეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ალექსანდრ ვუჩიჩს აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი დახვდა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მაღალი რანგის სტუმარს პრეზიდენტმა უმასპინძლა.

15 ივნისი 2026, 20:15

მსოფლიო

წევრობა შეზღუდული უფლებებით - რა ცვლილებებს განიხილავს ევროკავშირი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი ახალ წევრებს შეზღუდული უფლებებით მიიღებს. თუ ევროგაერთიანება სახელმწიფოსთვის კარს გახსნის, შესაძლოა, მას ვეტოს უფლება არ ჰქონდეს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ღიად თქვა, რომ ახალ წევრებს ნდობის მოსაპოვებლად დრო დასჭირდებათ.

15 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველ კლასტერი იხსნება. თბილისი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიუსელი ირწმუნება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულეს, თბილისი კი უსაფუძვლო კრიტიკის მორიგ ტალღას იღებს.

15 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

რადოსლავ სიკორსკი

15 ივნისი 2026, 19:39

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 19:31

სამართალი

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

15 ივნისი 2026, 19:20

პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ.