Imedi /  01 სექტემბერი 2021, 20:50 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: გახარიას მცდელობის მიუხედავად, მასთან არანაირ გარიგებაში არ შევალთ, საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე შეიძლება საუბარი

 მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ახლა უკვე, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი ფინანსური გარიგება შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ გახარიას მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა.

„დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული.

როცა ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა გახარია და როცა დღეს უკვე, რამდენიმე წუთის წინ ვიგებთ, რომ მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს ეს ადამიანი, სხვანაირი შეფასება წარმოუდგენელია, - ჩვენთვის სულ ერთია ეს დააყენებს თუ არა კანდიდატურას. ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი. იმაზე, რა მინიშნებებიც იყო, ისედაც არ შეიძლება არავისთან საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„რაც არ უნდა ბოდიშით დაიწყოს, რაც არ უნდა თავი მოიკატუნოს, რაც უნდა ის ქნას, კახა კალაძე ამ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის ერთ-ერთი სტიმული, მათ შორის პატარა, მაგრამ მაინც, გახარიას დღევანდელი უღირსი გადაწყვეტილებაა. ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში გადაიყვანს ნიკა მელიას, რომლისთვისაც ასე გაისარჯა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - დასძინა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები გაიმართა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.

27 ივლისი 2026, 17:21

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს

რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.

არჩილ გორდულაძე

27 ივლისი 2026, 17:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის დაკავებულ აქტივისტებზე: ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა

ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.

27 ივლისი 2026, 17:18

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

27 ივლისი 2026, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთსა და ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.

ალექსანდრე დარახველიძე

27 ივლისი 2026, 17:16

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა

გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

27 ივლისი 2026, 17:15

რეგიონი

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისი 2026, 17:13

მსოფლიო

Reuters: ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

Reuters​-ს ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თეირანიც მზად არის თავდასხმები შეწყვიტოს, იქამდე ვიდრე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროცესის ხელშესაწყობად იერიშების მიტანაზე პაუზა გამოაცხადა.

 ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

27 ივლისი 2026, 17:11

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი ვერ შევა

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.

27 ივლისი 2026, 17:08

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე: ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად

ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 17:03

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესს მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმები გავაცნოთ

ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.

27 ივლისი 2026, 17:01

მსოფლიო

პოლონეთში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ

ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც პოლონელებთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდათ. მაღაზიიდან გამოსულებს კი პოლონელები დაედევნნენ. ისინი ჯერ კაცს დაესხნენ თავს და სცემეს. ფიზიკური დაზიანებები სახისა და თავის არეში მიიღო ახალგაზრდა უკრაინელმა ქალმაც. ის მეგობრის დახმარებას შეეცადა.

დავით ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 16:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.

დიმიტრი სამხარაძე

27 ივლისი 2026, 16:55

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას: გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!

გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

27 ივლისი 2026, 16:46

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედმახედველობის გარეშე.

დავით სონღულაშვილი

27 ივლისი 2026, 16:33

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.

ლევან ჟორჟოლიანი

27 ივლისი 2026, 16:01

ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

27 ივლისი 2026, 15:58

ეკონომიკა

ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელ მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიასთან ერთად, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრეა პირლო

27 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

მედია: ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სავარაუდოდ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო ვერ მიიღო

ორშაბათს, Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პირლომ დაწერა, რომ წუხელ შეიტყო, რომ ის აღარ არის იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. ყოფილმა ნახევარმცველმა მანამდე განაცხადა, რომ Fonbet-თან გარიგება დაკავშირებული იყო მის სამუშაოსთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ატარებდა „ექსკლუზიურად კომერციულ და სპორტულ ხასიათს“. მან ასევე დასძინა: „ამ თანამშრომლობისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს ჩემთვის ისეთი შეხედულებების მიწერას, რომლებიც არასდროს გამომითქვამს და ჩემი არ არის“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 ივლისი 2026, 15:38

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

„ჩვენ სიფრთხილე გმართებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ ახალი ფრონტი. მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ. ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანებს ვერ ვენდობით. იმიტომ, რომ თავიდანვე, ჩვენი მხრიდან რაიმე ესკალაციის შესახებ ყოველგვარი ცნობების გარეშე, ირანმა რუსეთს მიაწოდა იარაღი, ჩრდილოეთ კორეამ მიაწოდა იარაღი, დრონები, სარაკეტო ჭურვები, 155 კალიბრის არტილერიის საბრძოლო მასალა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.