27 ივლისი 2026, 17:20 / სანდო წყარო

არჩილ გორდულაძე შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის დაკავებულებზე: ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დაწვის მცდელობა არის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამბოხი არის დემოკრატიისთვის ბრძოლა

არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

„ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, „სააკაცუკეთის“ წარმომადგენელმა ავარიის შედეგად სხვა ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრა, „სააკაცუკეთის“ წარმომადგენელი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იტყვის, რომ ადამიანი დააკავეს მანქანის ტარებისთვის.

აი, ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დაწვის მცდელობა - ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა და, რეალურად, ამბოხი - ეს არის დემოკრატიისთვის ბრძოლა.

ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პოლიციამ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა. მათ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2026, 18:19

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში - ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ

რა გამოარჩევს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს სხვა ანალოგიური ჰაბებისგან - ამ საკითხზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.

27 ივლისი 2026, 18:16

სამართალი

საქართველოს პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გოჩა კაპანაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

საქართველოს პატრიარქის, შიო მესამის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გოჩა კაპანაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

გიორგი ვოლსკი

27 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა. ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული სანქციების გვერდის ავლის თემასთან დაკავშირებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა.

ლაშა აბაშიძე

27 ივლისი 2026, 18:06

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება-ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია

„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომიტოვო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.

გიორგი ვოლსკი

27 ივლისი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდი კუნთი გააჩნია, ვის უფრო მეტი ეკონომიკური ბერკეტი უკავია ხელში

„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდი კუნთი გააჩნია, ვის უფრო მეტი ეკონომიკური ბერკეტი უკავია ხელში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

27 ივლისი 2026, 18:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: თითქოს და ჩაკეტეს ის კარები, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გაფართოების სურვილი აღარ აქვთ. ისეთ საკითხებს წარმოშობენ, ისეთი რაკურსით უტევენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს მისწრაფება აქვთ თითქოს და ჩაკეტვა უნდათ იმ სისტემის, რომელშიც ისინი არსებობენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პიველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.

გიორგი ვოლსკი

27 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს

თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე გვინდა ევროკავშირის წევრობა და გვინდა, რომ გავუტოლდეთ ბევრი მაჩვენებლით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.

27 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ზურაბ პატარაძემ იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

27 ივლისი 2026, 17:47

მსოფლიო

რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა

რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციებისთვის რუსეთში თავისი ელჩი გაიწვია.

27 ივლისი 2026, 17:34

პოლიტიკა

დავით ჯაფარიძე: 2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში

აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და ასევე პროგრამა მიზანმიმართული არის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

თორნიკე ჭეიშვილი

27 ივლისი 2026, 17:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი. ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი

როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.

27 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები გაიმართა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.

27 ივლისი 2026, 17:21

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს

რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.

ალექსანდრე დარახველიძე

27 ივლისი 2026, 17:18

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

27 ივლისი 2026, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთსა და ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.

ალექსანდრე დარახველიძე

27 ივლისი 2026, 17:16

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა

გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

27 ივლისი 2026, 17:15

რეგიონი

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისი 2026, 17:13

მსოფლიო

Reuters: ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

Reuters​-ს ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თეირანიც მზად არის თავდასხმები შეწყვიტოს, იქამდე ვიდრე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროცესის ხელშესაწყობად იერიშების მიტანაზე პაუზა გამოაცხადა.

 ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

27 ივლისი 2026, 17:11

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი ვერ შევა

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.