ალუდა ღუდუშაური გახარიაზე: პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ
ალუდა ღუდუშაური
ფოტო: Imedi
როგორც გახარიას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
იგი კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გახარიასა და მის პარტიას ამოცანად აქვს დასახული, რომ „როგორმე მელია მეორე ტურში გადაათრიონ“.
„ძალიან შეეცადა გახარია, საზოგადოების წინაშე რიხიანად წარმდგარიყო და წარედგინა კანდიდატები. ბევრი ისაუბრა მან თითქოს ღირსებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე და როგორც მას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტყუილია კალაძესთან შეხვედრა. ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ტყუილია და არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე საათში მოუწიათ მის თანაპარტიელებს დადასტურება. რა თქმა უნდა, აიხლართნენ და დაიბნენ ამ განცხადებებში, მაგრამ დადასტურება მოუწიათ. ასეთი შეხვედრის ინიციატორი იყო გახარია. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, როგორ უშანსოდ არის გახარია ერთი მხრივ ბატონ კალაძესთან, მაგრამ როგორც ჩანს, გახარიასა და მის პარტიას ამოცანად ახლა უკვე აქვთ დასახული ის, რომ როგორმე გადაათრიონ მეორე ტურში მელია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უარყო შეხვედრა გახარიას მსგავსად თავდაპირველად კახა კალაძემაც, ღუდუშაური აცხადებს, რომ „როცა საუბრობთ, რომ კალაძემ უარყო, ეს იყო რამდენიმე დღის წინ დასმული კითხვა“.
„პრაქტიკულად, ერთდროულად უსვამდა ჟურნალისტი კითხვას გახარიასა და კალაძეს, გახარიამ ამას ტყუილი უწოდა, მეორე მხრივ კი ბატონი კალაძე ადასტურებდა. გახარიას პარტიის წევრებმაც დაადასტურეს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. შეხვედრის ფაქტი ნათლად მიუთითებს, ვის უფრო მეტი შანსი აქვს. ქალაქ თბილისს მომავალი მერი კალაძე რომ ეყოლება, ამაში ყველა ვთანხმდებით, ეს ბატონებიც, მაგრამ მათი მიზანია, როგორმე შეეხიდონ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკანორ მელიას, რომლის რეიტინგიც არის შემცირებული და ახალი პოლიტიკური ფრონტი გახსნეს, რითაც თავს დაიზიანებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. გახარიას არჩევანია, როცა „ქართულ ოცნებას“ უღალატა, გაიწია „ქართული ოცნებისგან“ და პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ღიად შეასრულა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.
13 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
13 აპრილი 2026, 10:27
მსოფლიო
WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავს.
13 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 10:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.


