ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკამდე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოარჩევდა ქველმოქმედება, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით, მადლობით იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა გამარჯვების მოპოვება.
„მივესალმები საჩხერეს და ჩვენ საამაყო საჩხერლებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი პატივია დღეს ჩემთვის აქ ყოფნა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში და მის ულამაზეს საჩხერეში. ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, მაგრამ ვიდრე მას წარმოგიდგენთ, მე მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით. მადლობით იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად მოგვეხსენება და გვახსოვს თუ რა ძალასთან გვქონდა ჩვენ მაშინ საქმე. მოდით ვთქვათ გულწრფელად და ღიად, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება, მეგობრებო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, თავისი ათასობით გაკეთებული ქველმოქმედებით სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის. რომელ ქვეყანაში იცნობთ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს თავისი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი ემოციით მიუძღვნის მშობლიურ ქვეყანას.
3 მილიარდი დოლარი დახარჯული აქვს კაცს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ასეთ ადამიანს ეკუთვნის ყოველდღე მადლობა. ჩვენ ყოველთვის ეს მავნებელი ოპოზიციონერები და ოპონენტები გვახსენებენ და ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ თურმე არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი, ღირსების მოყვარული ხალხი და მადლიერი ხალხი ვართ, ერთგული ხალხი ვართ.
რა თქმა უნდა, ყველგან არის და ყველა საზოგადოებაში არის მოღალატეც, მატყუარაც, უმადური და ასე შემდეგ... მაგრამ ჩვენ უმრავლესობაში ვართ, რა თქმა უნდა გაერთიანებული, უმრავლესობა ამ ღირებულებებით. ამ ღირებულებებზე, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პარტია, იმ პრინციპებზე, იმ იდეალებზე, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა დაუტოვა ჩვენს პარტიას და ჩვენს ხელმძღვანელობას, პარტიის ხელმძღვანელობას და ჩვენ ყველას ერთად, ვინც ვართ გაწევრიანებული ამ პარტიაში. პარტიაც, ხომ პირობითი ცნებაა, ანუ პარტია გასაგებია, მაგრამ ეს არის რეალურად საშუალება, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, ემსახურო შენს ქვეყანას და გაუკეთო კარგი საქმეები, კეთილი საქმეები შენს ხალხს და შენს ქვეყანას და მართლაც ამ პრინციპებით, ამ იდეალებით, ამ ღირებულებებით მოვდივართ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან - ამ ისტორიული გამარჯვებიდან.
მართლაც, ამ გამარჯვებით ხალხმა ამოისუნთქა, თავისუფლება დაიბრუნა, ღირსება დაიბრუნა ხალხმა, რომელიც წართმეული ჰქონდათ და ფეხქვეშ თელავდნენ ყოველდღიურად, სააკაშვილის მეთაურობით ის მჩაგვრელი, რეპრესიული მმართველები და ადამიანები, რომლებიც დღესაც ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე სხვადასხვა საშუალებით. იქნება ეს მედიასაშუალებები, რაც მათი კონტროლის ქვეშ არის თუ თავად გამოდიან და ათას ტყუილს და სიცრუეს ლაპარაკობენ. მე ვინაიდან დღეს საჩხერეში ვარ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვისაუბრო იმ უკიდეგანო ქველმოქმედებაზე, რომელიც ამ დიდმა კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ფასდაუდებელია, შეუფასებელია ის ქველმოქმედება. 20 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, განხორციელებული ქველმოქმედება. რეალური საქმით, ფაქტებით და კონკრეტული, ისტორიებით. პოლიტიკამდე, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოარჩევდა მისი ქველმოქმედება და სამი მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს დახარჯული, კაცს, თავის ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად, თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება რაც ალბათ მას განუხორციელებია, ეს არის სწორედ პირველი ოქტომბერი. სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან - აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 18:36
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებაზე ისაუბრეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ რეხვიაშვილი და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი მამუკა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.
20 აპრილი 2026, 18:27
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ომი არავის ინტერესებში არ შედის - დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ომი არავის ინტერესებში არ შედის“ და „დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 18:27
საზოგადოება
სოსო გიორგაძე: თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი
თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
20 აპრილი 2026, 18:26
საზოგადოება
სოსო გიორგაძე: ევროკომისიის რეკომენდაცია მივიღეთ გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის, განაცხადიდან ოთხ თვეში პრეზიდენტის სტუმრობა არის მხარდაჭერა რეფორმების, რომელსაც ვახორციელებთ
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ მონაწილეობს.
20 აპრილი 2026, 18:21
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს.
20 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ ის ბიოლოგიურად ქართველები, რომლებიც წესით და რიგით უნდა უსმენდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა ატარებდნენ, იყურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათგან ელოდებიან ინსტრუქციებს
სამწუხარო რეალობაა, რომ ევროპული ღირებულებები სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
20 აპრილი 2026, 18:16
ეკონომიკა
სოსო გიორგაძე: ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ეს არის მხარდაჭერა, შეფასება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ
ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პირველ რიგში ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. გიორგაძის თქმით, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი განხორციელებული რეფორმების დაფასებაა.
20 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს, რათა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან ამოცანაზე - ქვეყნის აღდგენაზე გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატებაზე: ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება
ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები და ხარ ამის მონაწილე, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს, თითქოს ეს გადაწყვეტილება 26 მაისს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
20 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს
პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც ეს ზრდა შემთხვევითობაზე არ იქნება მინდობილი, არამედ საერთო პასუხისმგებლობითა და კეთილდღეობის მკაფიო ხედვით იქნება წარმართული - განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
20 აპრილი 2026, 18:04
მსოფლიო
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს.
20 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია
ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
20 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
20 აპრილი 2026, 17:39
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე
მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
20 აპრილი 2026, 17:28
საზოგადოება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და კონფერენციით აღინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთობლივად გახსნეს.
20 აპრილი 2026, 17:27
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი პოლონეთშია და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი შეხვედრაზე არავის მიუწვევია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთშია. ის პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
Financial Times: გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას
გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 17:05
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
20 აპრილი 2026, 17:04
რეგიონი
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოქალაქეებს სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
20 აპრილი 2026, 15:58
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა
მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა. სამხედრო უწყებები აწარმოებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და დამნაშავის მიმართ მიიღებენ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს, - წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.


