Imedi /  02 სექტემბერი 2021, 17:27 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: Game changer-ს რომ უწოდებენ, სწორედ ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ბევრს ავიწყდება, ილუზია უჩნდება, რომ თავისით, მარტივად მოხდა თითქოს, ეს 1-ლი ოქტომბერი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს მოხდა თავდადებით, თავგანწირვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავდადებისა და თავგანწირვის გარეშე არცერთი დიდი ისტორიული, ძირეული ცვლილება არ ხორციელდება.

„მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კი არა, ზოგადად, მთელი ქვეყნის ცხოვრება. Game changer - რომ იტყვიან, სწორედ ასეთი ადამიანი არის და მართლაც უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმები, ის საქმეები, რომელიც დავიწყეთ 1-ლი ოქტომბრიდან და დღემდე გრძელდება ეს საქმეები, არის უპრეცედენტო. უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, თავისი შინაარსით, თავისი განზომილებით, მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის. თუნდაც, ის წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ამით რომ დავიწყოთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოსთან მიმართებაში ძალიან სერიოზული, ხელშესახები პროგრესი, უამრავი, ათასობით პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში”, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და სხვა და სხვა. ჯანდაცვა, განათლება, სკოლების მშენებლობა, გზების მშენებლობა. 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ბოლო 8 წლის განმავლობაში. 170 სკოლა აშენდა, 250 სკოლა რეაბილიტირდა და უამრავი ჰოსპიტალი, ამბულატორია გარემონტდა, განახლდა, აღიჭურვა მთელი საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა ყველა მიმართულებით - იქნებოდა ეს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა. ათასობით ახალი ჰექტარი გაშენდა, ვენახები იქნება ეს ხეხილის ბაღები თუ სხვა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩამოვთვალე. სამაცივრე მეურნეობები, შესანახი მეურნეობები. ყველაფერი ეს, ყველა ეს სიკეთე ჩვენ მოსახლეობამ ნახა და გამოცადა. ახლა ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს მასშტაბები. კიდევ უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. მეტად ხელშესახები უნდა გავხადოთ ეს პროგრამები და ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩამოვთვალე. ვაპირებთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას, რაც დამატებით 100 000 ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. 1 000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხდება ამ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობის თუ წყალგაყვანილობის მოსაწესრიგებლად.

„ეს პრობლემები საჩხერეში წლების წინ მოგვარებულია ისევ ერთი კაცის დაფინანსებით და მისი ქველმოქმედებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პრობლემები არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებში. ყველაფერი იყო მოჩვენებითი. კარგად გვახსოვს მეგობრებო, 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე ყველაფერი მოჩვენებითი იყო - ფასადური რეაბილიტაცია თუ პროექტები. გამოსაჩენი, სიყალბე. მათი ხელწერა იყო სიყალბე და ფარისევლობა და მავნებლობა საკუთარი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ჩვენ დავიწყეთ რეფორმების, ძირეული სამუშაოების ჩატარება, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა. გუშინ ჩვენ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე ისტორიული მართლაც საუკუნის პროექტი. 90-ზე მეტი ხიდი შენდება და 50-ზე მეტი გვირაბი, მართლაც გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში ისეთ სოფლებში დავაგეთ გზა, სადაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა გზა. აღვადგინეთ ხიდები, დაზიანებული გზები, შეგვყავს გაზი, გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა სოფელსა და ყველა მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები კიდევ 10-ჯერ უნდა დავაჩქაროთ. უნდა გავაათმაგოთ ეს სამუშაოები და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იზრუნოს და ხელშესახები გახდეს ყველა ის სიკეთე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი არ იქნება, თუ არ იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2026, 17:05

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

20 აპრილი 2026, 17:04

რეგიონი

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოქალაქეებს სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

20 აპრილი 2026, 15:58

საზოგადოება

სოფელ ჭიაურში ახალი სკოლის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 აპრილი 2026, 15:58

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა

მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა. სამხედრო უწყებები აწარმოებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და დამნაშავის მიმართ მიიღებენ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს, - წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

20 აპრილი 2026, 15:51

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 15:46

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

პარლამენტმა ახალი საპარლამენტო ჯილდო - საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი დააწესა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას გადაეცა

პარლამენტის საპატიო მედალი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

20 აპრილი 2026, 15:45

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

20 აპრილი 2026, 15:36

საზოგადოება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

20 აპრილი 2026, 15:22

საზოგადოება

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს, საქპატენტის თავმჯდომარესა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან - მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.

20 აპრილი 2026, 15:03

ტექნოლოგიები

დედამიწის ჩასვლა მთვარის ფონზე - ასტრონავტი რეიდ ვაისმენი, მისია Artemis 2-ის დროს, საკუთარი მობილურით ტელეფონით გადაღებულ უნიკალურ კადრებს ავრცელებს. ვიდეო

დედამიწის ჩასვლა მთვარის ფონზე - ასტრონავტი რეიდ ვაისმენი, მისია არტემის ორის დროს, საკუთარი მობილურით ტელეფონით გადაღებულ უნიკალურ კადრებს ავრცელებს.

იბრაჰიმ აზიზი

20 აპრილი 2026, 15:02

მსოფლიო

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე: ირანი არასდროს დათმობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, იბრაჰიმ აზიზის განცხადებით, ირანი არასდროს დათმობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს. ამის შესახებ აზიზმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

20 აპრილი 2026, 15:02

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გეკა გელაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაურთან - ბაჰოდირ ტაშმატოვთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

20 აპრილი 2026, 14:49

მსოფლიო

BBC: ირანთან მოლაპარაკებებზე პაკისტანში ჯეი დი ვენსი გაემგზავრება

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია ირანთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე პაკისტანში დღეს გაემგზავრება. დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.

ნინო წილოსანი

20 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

ნინო წილოსანი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ

მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ, - განცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2026, 14:45

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის პროექტზე: ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

კირ სტარმერი

20 აპრილი 2026, 14:39

მსოფლიო

POLITICO: ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს

ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს - გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერთიანებული სამეფოს ელჩად პიტერ მენდე-ლსონის დანიშვნა, შესაძლოა კირ სტარმერის კარიერისთვის ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.