ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”, სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
7 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა, მერვე არჩევნებში ასევე ძალიან ძლიერად და ასევე ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში; ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ - „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, არ არსებობს უბრალოდ ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”, სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა პარტიებს 2-3%-იანი რეიტინგი აქვთ.
„დანარჩენ პარტიებზე მე არ მინდა, რომ ვისაუბრო, იმიტომ, რომ 2 და 3 პროცენტი აქვთ მათ. თუ ვინმე არის რეალურად, ვინც ბევრს ხმაურობს და პროვოკაციებს აწყობს, ყველა არის დაკავშირებული სააკაშვილთან, ფსევდოპოლიტიკური გაერთიანებები, მთლიანობაში არის კოლექტიური სააკაშვილის გაერთიანება, ყველა - სააკაშვილი, ბოკერია, ხომ ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით, რომ მათ დაიწყეს ვითომ ფრაგმენტაცია, დაყოფა. რეალურად, მაშინ გაშალეს ფრონტი და ახლა ისევ ყველანი გაერთიანდნენ. რეალურად არ ყოფილა ეს ორგანიზაცია დაშლილი, ეს იყო ჩვეულებრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მეთაურობით და ისინი კვლავაც აგრძელებენ ძალადობას. შეხედეთ მათ ხელწერას, როგორ იქცევიან თუნდაც საკუთარი მედიასაშუალებების მეშვეობით, როგორ მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, მას შემდეგ რაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ თითქოს ჯოჯოხეთად გადაიქცა ცხოვრება. მათთვის გადაიქცა ჯოჯოხეთად, იმიტომ, რომ მათ წააგეს არჩევნები და ხალხმა გაუშვა ისინი სახლებში. მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორ მეთოდურად მუშაობენ. ამ მეთოდებს იყენებენ. ამ უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, ნათქვამი არის, რომ ჯოჯოხეთი შეიძლება მოაჩვენო ადამიანს სამოთხედ და პირიქით - სამოთხე ჯოჯოხეთად. ასეთ ვითარებაში გვიწევდა ჩვენ ცხოვრება პირველ ოქტომბრამდე, ყველაფერს გვაჩვენებდნენ, თითქოს იყო რაღაც საოცარი აღმშენებლობა, საოცარი აღმასვლა და ასე შემდეგ. კაცს, რომელიც გაჭირვებულ ქვეყანაში, სამ შენობაში გადაიხდის მილიარდ ლარს, რა უნდა მოეთხოვოს, მას ხომ არც ქვეყნის სიყვარული აქვს, არც ხალხის ბედი და გასაჭირი ადარდებს, არც არაფერი აინტერესებს გარდა საკუთარი კომფორტის და პირადი კეთილდღეობისა. ამ ადამიანებს - ამ მკვლელებს და მჩაგვრელებს, ერთადერთი მიზანი აქვთ, ძალაუფლება და ფული, რომელიც მათ აერთიანებს და მათი ეს პირადი ეგოისტური ინტერესები და მისწრაფებები”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის მოქმედი მერის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დააპატიმრეს და შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა.
„მეორე მხარეს ნახეთ, როგორი გუნდი არის, "ქართულ ოცნებაში" და გუშინ შედარებები გავაკეთეთ. დღეს გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე, მთავრობის წევრებზე, ძალოვან მინისტრებზე რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ და არ წავიდეთ სხვაგან, რატი ბრეგაძე - პროფესორი კაცი, თავისი კარგი განათლებით, წესიერებით და პატიოსნებით, კაცი, რომელიც ბოროტებას არ ჩაიდენს და მეორე მხარეს ადეიშვილი, რომელიც ანადგურებდა, ატყავებდა პირდაპირ ადამიანებს, ბიზნესებს ართმევდა ოჯახებს და უნგრევდა ადამიანებს მთელს ცხოვრებას, მთელს ცხოვრებას უნგრევდა. დღეს ვიყავით ზესტაფონში, ერთი მაგალითი მინდა, რომ მოგიყვანოთ, ზესტაფონის მოქმედი მერი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე ასევე იყო რეპრესირებული სააკაშვილის დროს იგი დაიჭირეს, ჩასვეს, წაართვეს ქონება, ყველაფერი, კაცი გამოვიდა ინვალიდი და დღესაც ეტლში ზის, მისთვის ხომ დაინგრა ჯანმრთელობა, შეერყა ყველაფერი, რამ უნდა აღადგინოს ახლა გამცეს პასუხი სააკაშვილმა და მისმა მჩაგვრელმა სადისტებმა, რამ უნდა აღადგინოს ამ ადამიანის ან მორალური ან ჯანმრთელობის ზიანი ან ეს მიყენებული ტრავმა, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გამოსცადა საკუთარ თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე და ასეთი მაგალითები ხომ ძალიან ბევრია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.


