ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, რომ წინ წაგვეწია ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციასა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სესხზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„2011 წლიდან, მაშინ ჯერ ხელისუფლებაშიც არ იყო „ქართული ოცნება“, გვესმის სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერთი რამ დეკლარირებული აქვს - თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნები. და ეს პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან, ნატოში ინტეგრაციასთან. გარდა იმისა, რომ დეკლარირებული გვაქვს, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული რომ წინ წაგვეწია ერთი და მეორე მიმართულებით ჩვენი ქვეყანა. ამის დასტურია ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და უმჭიდროესი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ნატოსა და აშშ-სთან, რაზეც არაერთი განცხადება მოგვისმენია ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს არის საქმე და ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები. მეტიც, 2017 წელს, როცა საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ, ნატოში და ევროკავშირში მიგრაცია განვსაზღვრეთ, როგორც ყველა კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციური ამოცანა. ასეთი რაღაცები რომ გაქვს გაკეთებული და კიდევ რაღაცებზე სპეკულირებენ, ეს კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე დიდი ხანია ისმის, თუმცა ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს „ვერაფერს აკლებს“.
„ეს განცხადებები მუდმივად ისმოდა, მაგრამ ეს არაფერს აკლებს ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. ასეთი განცხადებები კონკრეტული ლობისტების მხრიდან მუდამ გვესმოდა. წელსაც გვახსოვს ასეთი განცხადებები და შარშანაც, მაგრამ ამან ვერაფერი დააკლო ჩვენს კურსს ნატოსა და ევროკავშირისკენ და ამან ვერაფერი დააკლო ჩვენს ქვეყანას. უამრავი მცდელობა ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე. ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 21:05
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლესლი გრიფითსი ქართულ ოპოზიციაზე: სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და მოვუწოდე, იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა - ყოველ ჯერზე, როცა ვსწავლობდი საკითხს და ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი, შემდეგ სხვა დელეგაცია მოდიოდა ჩემთან შესახვედრად
მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, ლესლი გრიფითსმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
22 ივნისი 2026, 20:57
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე მედიასთან ისაუბრა. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.
22 ივნისი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება
26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
22 ივნისი 2026, 20:31
საზოგადოება
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები დიფერენცირებული ხდება - კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკითხი, რომლის დაზუსტებაც საჭიროდ ჩაითვალა, მთავრობის მეთაურთან სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა.
22 ივნისი 2026, 20:29
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის - თუმცა, „დიალოგი“ არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ერთი მხარე მეორეს კარნახობდეს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და ევროკავშირის კომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, დუბრავკა შუიცამ იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ღაზის, პალესტინის ავტონომიისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების საკითხები განიხილეს.
22 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას მენეჯმენტს უწუნებს, მთლიანად ოპოზიციას უნარებს - „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში.
22 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. იქმნება უცხოელთა ერთიანი რეესტრიც.
22 ივნისი 2026, 20:24
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 მილიონ 900 ათასზე მეტი - ასეთია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით. გაზრდილი რაოდენობის გარდა, სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, ქართულენოვანი და მართლმადიდებელი ქრისტიანია.
22 ივნისი 2026, 20:22
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. სასამართლო სახელმწიფო მინისტრის, ასევე, აქციებზე დაკავებულის შეურაცხყოფის საქმეებს განიხილავს. ორი განაჩენი უკვე გამოიტანეს, ერთი ხვალ გამოცხადდება.
22 ივნისი 2026, 20:22
თავდაცვა
„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია საპატრიარქოც. წელს ახალგაზრდებს ორი ქვედანაყოფი მასპინძლობს.
22 ივნისი 2026, 20:18
მსოფლიო
პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს
პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა, მიხალ მოსკალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ „უმადური და უტაქტოა“.
22 ივნისი 2026, 20:14
პოლიტიკა
5 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე რვა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
22 ივნისი 2026, 20:07
პოლიტიკა
საქართველოს კრიტიკა ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში - „ქრონიკა“ დაინტერესდა, რა არგუმენტებს ეყრდნობიან დემოკრატიულ უკუსვლაში ბრალდების ავტორები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს კრიტიკა მორიგ რეზოლუციაში. დოკუმენტს ორ დღეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ.
22 ივნისი 2026, 19:54
მსოფლიო
„დიდი იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა“ - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა უკრაინული სახელმწიფო ჯილდოები უკან დააბრუნა
პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა, მიხალ კამინსკიმ უკრაინისთვის ორი სახელმწიფო ჯილდოს დაბრუნების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 19:33
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს მისი გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.
22 ივნისი 2026, 19:27
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სხვებს კი - არა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია.
22 ივნისი 2026, 19:23
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის შენელების მოლოდინი, პირადად მას არ აქვს.
22 ივნისი 2026, 19:13
მსოფლიო
ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კირ სტარმერის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ყოველთვის „სასურველი სტუმარი“ იქნება ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.
22 ივნისი 2026, 19:05
მსოფლიო
ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 18:57
მსოფლიო
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.


