05 სექტემბერი 2021, 17:33 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას, რითაც მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება თანაბრად გადანაწილდება ყველა რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობით თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 ღირსეული გამარჯვება და ახლა ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ მე-8 გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაშია.

„საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ქვეყანაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და სიღარიბე. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე უნდა იყოს სიღარიბის დამარცხება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენს ძლიერ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული გეგმები და პროექტები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო 3 წელიწადში, რითაც ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება გადანაწილდება თანაბრად ყველა რეგიონის მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ განვითარება შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ამ ულამაზეს რეგიონში. 3 ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და დაახლოებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ულამაზეს მხარეში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ შიდა გზების მოსაწყობად. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების კუთხით, ასევე ვმუშაობთ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ამოცანაა, 2025 წელს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვგეგმავთ, ყველა მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი მაგალითი არის ამბროლაური, როცა ჩვენ ავაშენეთ პროფესიული სასწავლებელი, ასეთივე სასწავლებელი უნდა აშენდეს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. სკოლების მიმართულებით, 170 სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოხდა ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით. 800 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი ასევე ევროპული სტანდარტის მიხედვით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1-ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პედრო სანჩესი

31 აგვისტო 2026, 21:00

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.

კირილო ბუდანოვი

31 აგვისტო 2026, 20:30

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ლევან მაჭავარიანი

31 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.

31 აგვისტო 2026, 20:05

საზოგადოება

1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

ანტონ სილუანოვი

31 აგვისტო 2026, 19:57

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

მაქსიმ პრევო

31 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.

ლიონელ მესი

31 აგვისტო 2026, 19:33

სპორტი

ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

31 აგვისტო 2026, 19:31

ეკონომიკა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

31 აგვისტო 2026, 19:27

მსოფლიო

Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?

მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“

რაფაელ გლუკსმანი

31 აგვისტო 2026, 19:14

მსოფლიო

POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.

გივი მიქანაძე

31 აგვისტო 2026, 19:03

საზოგადოება

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.