კახა კუჭავა: ცნობილი „ხვანჭკარა“ და ყიფიანის ვენახები - გემო, რომელიც ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოს ყველამ, ვისაც ღვინო და ვაზი უყვარს
კახა კუჭავა
ფოტო: „ქართული ოცნება“
ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ეს იმის შედეგია, რამაც მოგვიყვანა დღემდე - განხორციელებული პროექტები, ყურადღება, რომელსაც ვიჩენთ რეგიონების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, რაჭის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას და რაც მთავარია, მხარდაჭერა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისგან ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს.
„რაჭა ჩემი სიყვარული - ტყუილად არ უთქვამ! ერთხელ მაინც თუ ესტუმრები ამ მხარეს, არ შეიძლება არ შეგიყვარდეს ეს ბუნება, ხალხი, ეს სითბო, რომელიც გაგაჩნიათ და რითაც გამოირჩევით.
ნაქერალას უღელტეხილიდან რომ ამოხვალ, გხვდება ულამაზესი პეიზაჟი შაორის ტბის სახით, რომელსაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სეზონზე ეწვევი: ზაფხულია, შემოდგომა, გაზაფხული თუ ზამთარი-ულამაზესია. ნიკორწმინდა-ქებათა ქებას რომ იმსახურებს და დღესაც გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი რაჭაში. ამბროლაური და ის ულამაზესი სოფლები, რომელიც მის გარშემოა, გამოირჩევა ბევრი ღირშესანიშნაობით. ცნობილი „ხვანჭკარა“ და ყიფიანის ვენახები - გემო, რომელიც ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოს ყველამ, ვისაც ღვინო და ვაზი უყვარს. ამბროლაურში სულ სამი მოძველებული ღვინის ქარხანა იყო. დღეს გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ არა თუ ქარხნების რაოდენობა იზრდება, იზრდება პატარა მეღვინეობები, რომელიც კიდევ უფრო პოპულარული ხდება და პოპულარულს ხდის ამ კუთხის ვაზს, ღვინოს. რეგიონის განვითარება არ არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე.
დილით მოვინახულეთ საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, რომელიც აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შესძენს ზემო თუ ქვემო რაჭას. შემდეგ გაგრძელება-ლეჩხუმისკენ, ლენტეხისა და სვანეთისკენ უშგულამდე. გზა, რომელიც დასრულდება და რომელიც აბსოლუტურად ახალი რეალობის წინაშე დააყენებს იმ პოტენციალს, რაც ამ რეგიონებს, ამ კუთხეს გააჩნია.
მდინარე კრიხულა - ჩემს შვილთან ერთად მოვინახულე, რომელიც არ შეიძლება არ დაგამახსოვდეს. ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა ნახონ იქ გაკეთებული პატარა საოჯახო სასტუმროები, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება.
ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე და ყველა ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ეს იმის შედეგია, რამაც მოგვიყვანა დღემდე - განხორციელებული პროექტები, ყურადღება, რომელსაც ვიჩენთ რეგიონების მიმართ.
მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას და რაც მთავარია, მხარდაჭერა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისგან აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას.
მიხარია, რომ ვხედავ და ვიცნობ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც წარმოშობით ამ კუთხიდანაა. ისინი სწავლობდნენ თბილისში, დაბრუნდნენ და ახლა ცდილობენ აქ გააკეთონ საქმე. არის ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათ იმისათვის, რომ განავითარონ თავიანთი მცირე და ოჯახური ბიზნესები.
ბევრს არ ვისაუბრებ იმ პოტენციალზე და პროგრამებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგვაჩნია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს.
რაჭა ზამთარში ცარიელდება, რადგან არ არის ადვილი აქ ზამთრის პირობებში ცხოვრება, საკმაოდ დიდი გამოწვევებია. არსებობს, ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი „მთის კანონი“, რომელმაც უნდა შეძლოს მეტი დახმარება განახორციელოს ზუსტად ასეთი კუთხეებისთვის, ასეთი მთიანი სოფლებისთვის. ის, თუ როგორ შეიძლება ეს კანონი განვითარდეს და არ დარჩეს იმ პირვანდელი სახით, ამისთვის თქვენგან უნდა მოდიოდეს ინფორმაცია, გამოწვევებზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილება, რაც შემდეგ უკვე თვითმმართველობის მიერ მოვა ცენტრალურ ხელისუფლებამდე, პარლამენტში და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს თქვენთვის აქ, ზამთარში თუ ზაფხულში ცხოვრება.
დარწმუნებული ვარ, არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ, იქნება არჩევანი თქვენი მომავლისთვის, ამ რეგიონის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ვისაუბრებთ იმ შედეგებზე, რასაც მივაღწიეთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
თქვენ გყავთ ძლიერი მაჟორიტარი, ჩემი კოლეგა გოჩა ენუქიძე, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს და ფიქრობს თუ რა გააკეთოს დამატებით მშობლიური კუთხისთვის, ამ რეგიონისთვის.
წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, „ქართულ ოცნებას“, წარმატება და გამარჯვება მინდა ვუსურვო ამბროლაურს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 20:30
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.
31 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.
31 აგვისტო 2026, 19:57
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.
31 აგვისტო 2026, 19:49
მსოფლიო
„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.
31 აგვისტო 2026, 19:33
სპორტი
ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 19:31
ეკონომიკა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.
31 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?
მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“
31 აგვისტო 2026, 19:14
მსოფლიო
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.
31 აგვისტო 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
31 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
31 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


