Imedi /  05 სექტემბერი 2021, 17:37 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, გიორგი ონიანი ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს, მოაგვაროს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას მუნიციპალიტეტი

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ხედვა და ჟინი, რომელიც აუცილებელია, რომ რეგიონმა უფრო მეტი განვითარება პოვოს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც დაუბრუნდა თავის მშობლიურ კუთხეს და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს, ბოლომდე მოაგვაროს ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ეს მუნიციპალიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენაზე განაცხადა.

მან ლენტეხის კიდევ უფრო მეტად ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ, რათა ის გამოწვევები დაძლიონ, რასაც პანდემია ქმნის.

„ლენტეხელებო, მოგესალმებით, მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს. ლამაზად და ამაყად დგას ჩვენ უკან სვანური კოშკი. ასე ამაყად და შეუპოვრად დგახართ აქ მცხოვრებლები. ეს მაღალმთიანი რეგიონია, იცის ძალიან მძიმე ზამთარი და არის ბევრი გამოწვევა, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად უმკლავდებით, ზაფხულია თუ ზამთარი.

მახსოვს, როდესაც ვსტუმრობდი აქ, ულამაზეს სოფლებს, ბევრს ვესაუბრეთ, თუ რა იყო ის ყოველდღიური გამოწვევა და პრობლემა, რომელიც საჭიროებდა გადაჭრას. ვიცი, ბევრი გაკეთდა, ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა, ეს ისეთი რეგიონია, მაღალმთიანი, სადაც გამოწვევები ყოველთვის იქნება და აუცილებელია, ეფექტიანად მივხედოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემები.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ხედვა და ჟინი, რომელიც აუცილებელია, რომ რეგიონმა უფრო მეტი განვითარება პოვოს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც დაუბრუნდა თავის მშობლიურ კუთხეს და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს, ბოლომდე მოაგვაროს ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ეს მუნიციპალიტეტი.

როდესაც ვსაუბრობთ ლენტეხზე, რატომღაც ყოველთვის გზის ბოლოდ აღიქმებოდა-ხოლმე იგი და ეს ბუნებრივია, თუმცა, ეს არის დროებითი. ვიცით, რომ დასრულდება მალე გზა, რომელიც უშგულსა და შემდეგ მესტიასთან მიაერთებს ამ მონაკვეთს და კიდევ მეტ პოტენციალსა და შესაძლებლობას გააჩენს ლენტეხისთვის არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, რათა გაჩნდეს ბევრი ახალი საინფორმაციო, ტურისტული ცენტრი და მეტი სარგებელი მიიღოთ. მეტი ჩართულობა და დასაქმება, ეს არის რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს.

არ შემიძლია არ ვახსენო ის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას - კოვიდპანდემია. ერთადერთი გამოსავალი არის, ავიცრათ. ეს არის ჩვეულებრივი აცრა, როგორც ვიცრებით ნებისმიერი ვირუსის დროს, მათ შორის ბავშვობაში და აუცილებელია, აცრა გავიკეთოთ, რომ შევძლოთ ჩვენი თავის, ახლობლების, ოჯახების დაცვა.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, მეტად ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, დავძლიოთ პანდემია, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ დღის წესრიგს, სამუშაო რეჟიმსა და შევძლოთ მეტი გავაკეთოთ ჩვენი კუთხისთვის, ქვეყნისთვის.

ერთი თვეც აღარ დარჩა არჩევნებამდე და ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვა დაწყებული პროექტების გაგრძელებასა და დასრულებას, რომელიც ემსახურება თითოეული რეგიონის სიძლიერეს, რაც საწინდარია საქართველოს სიძლიერის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

კირილო ბუდანოვი

31 აგვისტო 2026, 20:30

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ლევან მაჭავარიანი

31 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.

31 აგვისტო 2026, 20:05

საზოგადოება

1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

ანტონ სილუანოვი

31 აგვისტო 2026, 19:57

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

მაქსიმ პრევო

31 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.

ლიონელ მესი

31 აგვისტო 2026, 19:33

სპორტი

ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

31 აგვისტო 2026, 19:31

ეკონომიკა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

31 აგვისტო 2026, 19:27

მსოფლიო

Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?

მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“

რაფაელ გლუკსმანი

31 აგვისტო 2026, 19:14

მსოფლიო

POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.

გივი მიქანაძე

31 აგვისტო 2026, 19:03

საზოგადოება

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

31 აგვისტო 2026, 18:53

მსოფლიო

ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.

31 აგვისტო 2026, 18:50

რეგიონი

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 18:34

მსოფლიო

ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

31 აგვისტო 2026, 17:45

პოლიტიკა

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.