Imedi /  17 აგვისტო 2021, 20:01 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც აუცილებელია, ძლიერი თვითმმართველობა - მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც აუცილებელია, ძლიერი თვითმმართველობა - მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე განაცხადა.

კუჭავამ მისი სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა და ქობულეთის პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

„არ მეგულება ჩვენი თაობის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუტარებია ზაფხული ქობულეთში. განსაკუთრებით ჩვენ, 90-იანი წლების სტუდენტები, ფაქტობრივად ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს ამ ულამაზეს ქალაქთან. მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქობულეთში ვმუშაობდი კიდეც. დასამახსოვრებელი იყო ის ზაფხული, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ადგილობრივი ოჯახი გავიცანი და მათ ხშირად ვსტუმრობდი. ქობულეთზე საუბრისას ყველას ახსენდება ის ბრწყინვალე სანაპირო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა ევროპაში, თუ ყველაზე გრძელი არა და ის სასტუმროები, ჰავა, რომლითაც გამოირჩევა ქობულეთი და იზიდავს არა მხოლოდ ქართველ, არამედ ასევე უცხოელ ტურისტებსაც რეგიონის მასშტაბით. თუმცა, მიმაჩნია, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია.

რამდენიმე თვის წინ დავათვალიერე მაღლა, მთაში მიმდინარე მშენებლობა. სასტუმროს ულამაზესი კომპლექსი შენდება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შეძლებს ტურისტებს უმასპინძლოს. სულ ახლახან გაიხსნა ასევე შატო „კვირიკე“, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული შატოა საქართველოს მასშტაბით. აქ არის ბრწყინვალე მევენახეობა, კივის პლანტაციები, რაც ყველაზე მთავარია, თბილი ხალხი, რომელიც ცდილობს, სტუმარს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს.

აღარ ვსაუბრობთ სამრეწველო პოტენციალზე, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. 35-40 ათასი ტონა ციტრუსი, რომელიც ექსპორტზე გავიდა, ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე, შთამბეჭდავია 30-მდე საწარმო, რომელიც მიღება-გადამუშავებას აწარმოებს.

დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც აუცილებელია, ძლიერი თვითმმართველობა - მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან; იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ისინი ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებს ბოლომდე მიეცეთ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

არ შემიძლია არ ვახსენო უნიკალური „მტირალას ეროვნული პარკი“, რომელიც ახლახან გაიხსნა. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნებისთვის“ გარემოს დაცვის საკითხები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკა, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, დაცული ლანდშაფტების შექმნის, რომელმაც გაამართლა და ვგულისხმობ არა მარტო კონსერვაციას ულამაზესი მრავალფეროვნების და სიმდიდრის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სიმდიდრეს წარმოადგენს.

თავისი ზურმუხტის ქსელის ნაწილშიც, არამედ სარგებლის მიღებაც. ჩვენ ვიცით, რომ დაცული ტერიტორიების მართვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, განსაკუთრებული სარგებლის მომტანია რეგიონებისთვის, რადგან გამოირჩევა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ნაკადებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „მტირალას პარკიც“ უკვე ორი-სამი წელია რაც გაიხსნა, კანონიც წინა მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ და უკვე გამოირჩევა ტურისტების მრავალრიცხოვნებით, უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ჩვენ შევძელით გაცილებით მეტ შედეგზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1-ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პედრო სანჩესი

31 აგვისტო 2026, 21:00

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.

კირილო ბუდანოვი

31 აგვისტო 2026, 20:30

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ლევან მაჭავარიანი

31 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.

31 აგვისტო 2026, 20:05

საზოგადოება

1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

ანტონ სილუანოვი

31 აგვისტო 2026, 19:57

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

მაქსიმ პრევო

31 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.

ლიონელ მესი

31 აგვისტო 2026, 19:33

სპორტი

ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

31 აგვისტო 2026, 19:31

ეკონომიკა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

31 აგვისტო 2026, 19:27

მსოფლიო

Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?

მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“

რაფაელ გლუკსმანი

31 აგვისტო 2026, 19:14

მსოფლიო

POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.