imedi /  07 სექტემბერი 2021, 23:28 / სანდო წყარო

ირაკლი რუხაძე: სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, დანარჩენი პარტიები კი ჩამოყალიბდნენ როგორც „ნაცმოძრაობის“ „ლეღვის ფოთოლი“

ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე არსებობს და არა მხოლოდ არსებობს, არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიაა. ასევე სამწუხაროა, რომ დანარჩენი პარტიები ჩამოყალიბდნენ როგორც „ნაცმოძრაობის“ „ლეღვის ფოთოლი“, რათა დაფარონ მისი ცუდი მხარეები. ეს შეუძლებელია, ვინაიდან რაც არ უნდა ამტკიცოს „ნაცმოძრაობამ“, კარგი ვარო, ამას ვერ დაუმტკიცებენ ვერც დასავლეთს და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მას ამოეფარნენ პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებელი თამაშის ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ მხარეს დადგნენ, - ამის შესახებ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ეს პატარა პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. 2007 წელს „იმედის“ დარბევის შემდეგ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა დამოუკიდებელი მედია. ახლა ხშირად გვესმის, რომ მედია იჩაგრება და მას არ ეძლევა დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა - ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ტელევიზია და მათ აქვთ მაღალი ხარისხის თავისუფლება. 2007 წელს „იმედის“ დარბევით ქვეყანაში ჩაქრა დამოუკიდებელი ტელევიზია. არსებობდა ერთი პარტია, იყო ერთი ტელევიზია და ამან ხელ-ფეხი გაუხსნა პარტიას, რომ რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. ეს გამოიხატა იმაში, რომ 100 000 ადამიანზე 570 პატიმარი გვყავდა და ეს მოხვდა თომას ჰამერბერგის ანგარიშშიც, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. 300 000 პრობაციონერი გვყავდა 3,7-მილიონიან ქვეყანაში და ეს მხოლოდ რაც ვიცით, იმიტომ, რომ უამრავი ხალხი არ დაუჭერიათ და ფული გადაახდევინეს. ფაქტობრივად, ბავშვებიან-მოხუცებიანად რომ ჩავთვალოთ, 10-დან ერთს იჭერდნენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში არანაირი საბაზრო ეკონომიკა არ გვქონდა.

„თუ გინდოდა, ყოფილიყავი ბაზრის მონაწილე, სააკაშვილს და მის დამქაშებს ამის უფლება უნდა მოეცათ შენთვის. თუ პირობითად ირაკლი რუხაძეს შემოჰქონდა ხორბალი, მეორე დღეს ეტყოდნენ, რომ ხორბალს აღარ შემოიტანდა, იმიტომ, რომ ხორბალი შემოაქვს კეზერაშვილს. ეს ხდებოდა ყველა მიმართულებით, თავისთვის მოუხერხებელი ჯგუფები გაწიეს გვერდზე და ყველაფერს აძლევდნენ საკუთარ ხალხს. ეს ფუნდამენტურად არღვევს ბაზრის მთავარ ღირებულებას - ვინც ყველაზე კარგადაა მორგებული რაღაც საქმეს, მან გაიმარჯვოს და მან აწარმოოს საქმე. როდესაც კეზერაშვილი შემხვდა და მითხრა, რომ „ბორჯომი“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობიშვილისთვის კონკრეტულ ფასად, რაც ერთი მეათედი იყო იმ ფასის, რომელიც გადავიხადეთ „ბორჯომში“. როდესაც უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქდა. ასეთი იყო ეკონომიკური გარემო. 2006 წელს გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი და განაცხადა, რომ რუსეთში რაც არ უნდა გავუშვათ ღვინის ნაცვლად, ისინი მაინც დალევენ. ამის შემდეგ რუსეთმა დაკეტა ბაზარი და აქ მოხდა კატასტროფა. ღვინის ქარხნები ვეღარ ყიდულობდნენ ყურძენს და უამრავი ოჯახი გაკოტრების პირას დადგა. ამ დროს სააკაშვილმა ღვინის პრობლემის მოგვარება დაავალა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც თვითონ იყო მთავარი პრობლემა. ოქრუაშვილი მანამდე იყო გენპროკურორი, თავდაცვის მინისტრი, მისი ყველას ეშინოდა. ის დადიოდა ღვინის ქარხნებში და აძალებდა ხალხს, რომ ეყიდათ ყურძენი. დღეს, სურდო რომ გადაგივლის და აღარ გახსოვს, რომ გუშინ ცუდად იყავი - დღეს აღარ გვახსოვს, რომ ყურძენს ვყიდულობდით, როდესაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღვინოსთან“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.

ბორის ჯონსონი

14 ივლისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 19:26

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

ზურაბ პატარაძე

14 ივლისი 2026, 19:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავიდ სანჩესი

14 ივლისი 2026, 19:16

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის

ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 19:06

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

14 ივლისი 2026, 18:47

მსოფლიო

ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.

14 ივლისი 2026, 18:40

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

ნინო თანდილაშვილი

14 ივლისი 2026, 18:31

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

14 ივლისი 2026, 18:28

მსოფლიო

პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

ნინო თანდილაშვილი

14 ივლისი 2026, 18:26

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში - ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობენ ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თელავში 12 ივლისის ღამეს განვითარებული სტიქიის შესახებ საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად

ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში" ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა , სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.

14 ივლისი 2026, 17:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

14 ივლისი 2026, 17:46

კულტურა

შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა

წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 17:43

მსოფლიო

ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

14 ივლისი 2026, 17:42

საზოგადოება

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 17:38

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.