ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა და მისმა მაფიოზურმა ბანდამ, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს.
„ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ ღირსეულ კაცს - ვალერი გელაშვილს. მინდა, მას მივესალმო და ერთი კონკრეტული კაცის ისტორია გავიხსენოთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამას - ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების, კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ, მთელმა მოსახლეობამ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ?! იმის გამო, რომ ამ კაცმა მისი ხუშტურები არ აიტანა და თავი არ დაუხარა. ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები და მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს - ბიზნესმენებს, წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენებს, ყველა პროფესიის ადამიანს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ექცეოდნენ უღირსად და შეურაცხმყოფლად. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავასრულეთ და დავასრულეთ სამუდამოდ, ისე, რომ მეორედ ამ ადამიანებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის და ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. ამ ადამიანებმა, სააკაშვილმა, მისმა მკვლელებმა და მაფიოზურმა ბანდამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. დღესაც თუ რაიმე ხდება, ეს არის პირდაპირი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე-9 წელია, ჩვენი ხალხი ამ ომს უძლებს, იმ სიბინძურეს, რომელიც მათი ტელევიზიებიდან მომდინარეობს. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ. არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და ყველა მტერს საკადრის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
17 სექტემბერი 2026, 20:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.
17 სექტემბერი 2026, 20:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
17 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
17 სექტემბერი 2026, 19:52
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას
ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
17 სექტემბერი 2026, 19:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.
17 სექტემბერი 2026, 19:46
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
17 სექტემბერი 2026, 19:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 19:23
რეგიონი
ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო
მუნიციპალური განვითარების ფონდი გმობს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევას.
17 სექტემბერი 2026, 19:22
მსოფლიო
კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ
კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
17 სექტემბერი 2026, 19:07
მსოფლიო
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა.
17 სექტემბერი 2026, 19:01
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს
„მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 18:55
მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.


