ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვიდნენ „გენიოსი“ პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
რატომ ვლაპარაკობთ კიდევ წარსულზე?! იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევები ქვეყანაში, ჯერ კიდევ ეს ძალა პრობლემას უქმნის ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდეს და სტაბილურობას, სიწყნარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა.
„ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საფიქრალი და არა ის, ვინ ვის ლანძღავს და ვინ რას ლაპარაკობს ერთმანეთზე, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, მანამდეც რა თქმა უნდა, მთავრობამ, მთელმა გუნდმა, დავიწყეთ - დეტალურად ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ. გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, გვაქვს ხედვა და გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ ამ დიდი გასაჭირიდან ჩვენი მოსახლეობა. რა გვესმის ოპონენტებისგან მეგობრებო, არაფერი, გარდა შეურაცხყოფისა, ცილისწამებისა და ტყუილისა. ვნახეთ არნახული, ენით აღუწერელი, ბინძური პროპაგანდა და კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. დღეს გამოვიდნენ "გენიოსი" პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, წარმოიდგინეთ, ხალხო, ოკუპირებულ ქვეყანაში, 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას აქვე, ათასი გამოწვევა არსებობს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მომდინარე და ამ დროს ეს ადამიანები, იმისთვის, რომ პირად პოლიტიკურ მიზანს რამენაირად მიაღწიონ, ამ პირადი ეგოს და პირადი ინტერესების გამო, ყველაფერს კადრულობენ. მათთვის არ არსებობს არავითარი ზღვარი, ყველა ზღვარი მოშალეს მათ, ჰქონდათ მოშლილი და რა თქმა უნდა, ახლა პირდაპირ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ზღვარი.
ერთ-ერთი მთავარი ალბათ მიზანი და ინტერესია სწორედ გუშინდელი ამ პროვოკაციისა, შეთქმულებისა არის ის, რომ რაიმენაირად რაღაც გარკვეული უთანხმოება თუ გაუგებრობა, შექმნილიყო, წარმოშობილიყო ეკლესიას და მთავრობას შორის. ის, რაც ამათ იკადრეს, გამოდიან პირდაპირ ახდენენ დისკრედიტაციას ჩვენი მღვდელმთავრების, ჩვენი სასულიერო პირების, რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა მოქალაქემ, მითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მხარს უჭერს ჯერ კიდევ ამ მტრულ ძალას.
ეს არის მტრობა და ღალატი, მეგობრებო, როცა შენ შენს საკუთარ ეკლესიას, სარწმუნოებას, ასე ექცევი და მთავარ საძირკველს, რაზეც დგას ჩვენი ქართველობა, რამაც დღევანდელობამდე მოიტანა ჩვენი ქართველობა, ჩვენი ხალხი. მაგრამ, ხალხი ბრძენია, ხალხი არჩევს ტყუილს და სიმართლეს, ღალატს და ერთგულებას, თეთრს და შავს და მე მჯერა, რომ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ვერდიქტი იქნება გამოტანილი ჩვენი ხალხის მიერ და ბეჭედს დავუსვამთ კიდევ ერთხელ ამ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ და რომელიც, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დავასრულებთ და ყველა ქვეყნის მოღალატე და ამ შეთქმულებაში მონაწილე პირდაპირ თუ არამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, სახელმწიფომ კომპრომისი გამოიჩინოს ასეთი პროვოკატორების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით შეუვალნი და უკომპრომისო იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელება, ყველაფერს აქვს საზღვარი, მეგობრებო. ქვეყანას, ხალხს სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ოკუპაცია, უამრავი სიდუხჭირე, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, უმუშევრობა და გასაჭირი, რომელიც მოსახლეობას აქვს.“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.
28 აპრილი 2026, 23:28
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.
28 აპრილი 2026, 22:30
მსოფლიო
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.
28 აპრილი 2026, 22:22
მსოფლიო
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.
28 აპრილი 2026, 22:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი
ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
28 აპრილი 2026, 21:56
მსოფლიო
ზელენსკიმ იარაღის ექსპორტის დაწყება გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური“ პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.
28 აპრილი 2026, 21:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე მონაცემების არგანახლებაზე: მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს - არ ცნობენ საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან გასაკვირი და სამწუხაროა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.
28 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.
28 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ
ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.
28 აპრილი 2026, 21:12
საზოგადოება
საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
28 აპრილი 2026, 21:07
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. მისი მიზანი ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
28 აპრილი 2026, 21:06
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი მიუნხენში და შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში - უკვე მეოთხე დღეა დელეგაციის წევრები გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.
28 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.
28 აპრილი 2026, 20:55
პოლიტიკა
ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან
სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


