imedi.ge /  14 სექტემბერი 2021, 18:47 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროა მობილიზება, ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან გამჭვირვალედ ჩავატაროთ არჩევნები, მოვიგოთ მტკიცედ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება და ჩვენი ქვეყნის განვითარება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

გვაქვს სერიოზული, დეტალურად გაწერილი გეგმები თითოეული სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება თუ სხვა, ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იგეგმება 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და თანაბრად შეეხოს განვითარება ყველა რეგიონსა და ყველა მუნიციპალიტეტს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები.

„ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი გადამამუშავებელი საწარმოები, შემნახველი, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც მანამდეც ბევრი შეიქმნა რამდენიმე ათეული და ასეული. ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს იმ პროგრამებს, როგორიც არის მაგალითად - „აწარმოე საქართველოში“. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვგეგმავთ უახლოესი სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც მინიმუმ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად გარდავქმნათ ყველა რეგიონი, ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქებად. ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი, წესიერი, კვალიფიციური გუნდი და ასეთი არის ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და კანდიდატურების შერჩევას და დღეს დიდი პატივი მაქვს, რომ გორში წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ყველასთვის, საამაყო კაცი, ოლიმპიური ჩემპიონი, ახალგაზრდა, ენერგიული, რომელსაც აქვს თავისი ხედვა და გეგმა, როგორ მოემსახუროს გორს და საკუთარ მოსახლეობას - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო, მან თავისი შრომით მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას, მიაღწია მწვერვალს. ამის იქით აღარ არსებობს არაფერი, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა გადაწყვიტა, ემსახუროს საკუთარ მშობლიურ გორს და გორელებს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს გორელების ყოველდღიური ცხოვრება, კიდევ უფრო გაალამაზოს ეს ისტორიული ულამაზესი ქალაქი. ამიტომ, მეგობრებო, საჭიროა მობილიზება, ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან გამჭვირვალედ ჩავატაროთ არჩევნები, მოვიგოთ მტკიცედ არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება და ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

26 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

26 აგვისტო 2026, 10:32

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

სედრაკ ქოჩარიანი

26 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.

26 აგვისტო 2026, 10:04

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.

26 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 09:32

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.

26 აგვისტო 2026, 09:27

მსოფლიო

პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.

26 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 09:23

მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

26 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

26 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.

26 აგვისტო 2026, 09:14

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.

26 აგვისტო 2026, 09:12

საზოგადოება

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.

26 აგვისტო 2026, 09:06

საზოგადოება

იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება

26 აგვისტო 2026, 09:00

საზოგადოება

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

26 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.

მარკო რუბიო

26 აგვისტო 2026, 02:39

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

26 აგვისტო 2026, 00:47

სპორტი

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.