imedi /  15 სექტემბერი 2021, 00:58 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: გახარიას შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია ჩემთვის - ვუპასუხე, რომ ეს ვერ შესრულდება

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ახლა რაღაც ტაბუა - მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. კი, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ ეს მე არ მიკრძალავს კონკრეტული კითხვების დასმას. როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სად იყო მაშინ ხოჯევანიშვილი? როდესაც ეს ხალხი რაღაცას კეკლუცობს, მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა, გადადგნენ სწორედ იმიტომ, რომ მელია არ დაეჭირათ. მე არ ვარ დღეს კანდიდატი, ამიტომ არ მეკუთვნის და არ მაქვს გახარიასთან დებატის უფლება, მაგრამ ამის დროც მოვა, თუ გადარჩა არჩევნების შემდეგ. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა და მინდა მოვუწოდო ყველა ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს - იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო! არსად არ მიდის ეს გზა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 14:37

სპორტი

ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა - 17 წლის კარინა საფინამ და 18 წლის ლუკა ბერულავამ, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას გერმანიაში გამართულ ჩელენჯერზე მიაღწიეს, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მალიში ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მალიში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

25 სექტემბერი 2021, 14:32

რეგიონი

ფოტოები თუშეთიდან, რომელიც, ამ დრომდე, გარესამყაროს არის მოწყვეტილი

თუშეთი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მიზეზი რამდენიმე ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესებია, რამაც ერთადერთი საავტომობილო გზის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. უამინდობის გამო, ამ დრომდე, ტექნიკა მუშაობს ვერ იწყებს. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შედეგად, თუშეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც დაზიანდა. ჩამოინგრა 18-ე საუკუნეში აგებული კესელოს ციხის შემადგენლობაში არსებული კოშკის ერთი ნაწილი.

მამუკა მდინარაძე

25 სექტემბერი 2021, 14:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კარლ ჰარცელზე: მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ

კარლ ჰარცელის განცხადება იყო არაობიექტური, იმიტომ რომ მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

გივი მიქანაძე

25 სექტემბერი 2021, 14:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: პრემიერმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა, რამეთუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას.

25 სექტემბერი 2021, 14:08

ტაბლოიდი

მეორე შვილის დაბადების შემდეგ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ. ფოტოები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მეორე შვილის, ლილიბეტის დაბადების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად, ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის შენობაში გამოჩნდნენ. „მშვენიერია დაბრუნება”, - უთხრა მეგანმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, სიამოვნებდა თუ არა ისევ ნიუ-იორკში ყოფნა.

მეუფე საბა

25 სექტემბერი 2021, 13:59

საზოგადოება

მეუფე საბა: მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ

მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მარტვილში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 13:34

მსოფლიო

კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო

„ვაღიარებთ ჩვენი, კათოლიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილ მძიმე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სულიერ, კულტურულ და სექსუალურ დარღვევებს. ასევე, მწუხარებით ვაღიარებთ, ძირძველი ხალხისთვის, დღემდე არსებულ გამოწვევებსა და ტანჯვას“, - აღნიშნულია ეპისკოპოსთა ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

25 სექტემბერი 2021, 13:32

რეგიონი

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტები იმყოფებიან.

25 სექტემბერი 2021, 13:28

სამართალი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება“ - შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს პოლიციის თანამშრომლები წინასაარჩევნოდ რეგიონებში პოლიტიკური მიზნებით არიან მობილიზებული.

25 სექტემბერი 2021, 13:02

რეგიონი

ბესარიონ სიმონიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.

ჯონ ჯონსი

25 სექტემბერი 2021, 13:01

სპორტი

UFC-ის ვარსკვლავი, ჯონ ჯონსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი, ლას ვეგასში, ოჯახური ძალადობისა და ავტომობილის დაზიანებისთვის დააკავეს. „ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული ისტორია. ასე რომ, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე არ მექნება ჯონთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა ჯონსის მრჩეველმა, რიჩარდ შეფერმა.

25 სექტემბერი 2021, 12:53

სამართალი

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

25 სექტემბერი 2021, 12:35

მსოფლიო

გაერო: სირიაში სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 209 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა.

25 სექტემბერი 2021, 12:18

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი მოეწყო

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა.

მაიკლ კენეტ უილიამსი

25 სექტემბერი 2021, 12:17

კულტურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი 4 სახეობის ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა

ამერიკელი მსახიობის, მაიკლ კენეტ უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, კოკაინის, ფენტანილისა და P-ფლუოროფენტანილის კომბინაციის ზედოზირება გახდა. მსახიობი ღიად საუბრობდა საკუთარ წარსულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. 2012 წელს მან განაცხადა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს „საშინელ ადგილებში, საშინელ ადამიანებთან ერთად“.

25 სექტემბერი 2021, 11:49

მსოფლიო

TikTok-ის ვიდეოების ყურების შემდეგ, 6 წლის ბრიტანელმა ბავშვმა მაგნიტები გადაყლაპა და ურთულესი ოპერაცია დასჭირდა

დიდ ბრიტანეთში, ბავშვმა 23 მაგნიტი გადაყლაპა, რის შემდეგაც, მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება დაეწყო. ყველაფერი ოპერაციით დასრულდა, თუმცა, ექიმების თქმით, შეიძლებოდა, შედეგი ფატალური ყოფილიყო. ირკვევა, რომ მრგვალ მაგნიტებს, რომლებსაც ბავშვი საკუთარი თოჯინისთვის ყელსაბამის ასაწყობად იყენებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ყლაპავდა.

25 სექტემბერი 2021, 11:38

COVID19

თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა აქტივისტები მესამე ტალღაზე საუბრობენ

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ​CNN-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2021, 11:12

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

„ბათუმის შემოვლით გზაზე, თოთხმეტი ხიდიდან, ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5-დან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 10:51

რეგიონი

გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი ათობით მოქალაქე და ტურისტი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

თუშეთიდან რამდენიმე ათეული მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. პროცესში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების მიზეზით მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.