თეა წულუკიანი სავარაუდო ჩანაწერებზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით მოხდა ღალატი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო, რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა სავარაუდო ჩანაწერებზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე გიორგი გახარიას მხარდამჭერებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მინდა, დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება
შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.
21 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.
21 ივლისი 2026, 17:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
„ის მოხდა, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდით - ნორმალური დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ გერმანიიდან რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვდით, ვითხოვდით ელემენტარულ ნაბიჯს, რომელიც გამოხატავდა იმას, რომ არის ნორმალური, პროტოკოლური თუ სხვა ტიპის ურთიერთბა ორ ქვეყანას შორის და რომელიც გამოხატავდა ერთგვარ პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის არჩევანისა და ზოგადად, ქვეყნისადმი დამოკიდებულებას“, - განაცხადა მახაშვილმა.
21 ივლისი 2026, 17:24
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს
2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ.
21 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მელიორაცია დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, რათა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, გიგლა თამაზაშვილს და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
21 ივლისი 2026, 17:16
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი მობილიზაციის პროცესში კორუფციაზე საუბრობს
უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ფრონტზე ჯარისკაცების მობილიზაციის პროცესში მასშტაბური კორუფციაა. მისი თქმით, ომში ღარიბები მიდიან, ხოლო, ვისაც ფული აქვს, ფრონტზე გაწვევას თავს კორუფციული სქემების საშუალებით არიდებს.
21 ივლისი 2026, 17:12
მსოფლიო
დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა
დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ცხელი ივნისის თვე იყო. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ტემპერატურა ივნისში საშუალო მაჩვენებელს 9 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
21 ივლისი 2026, 17:12
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
21 ივლისი 2026, 17:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონიმ ბოლონიაში პოლიციის მიერ დაკავებისას მაროკოელი ბიზნესმენის დაღუპვის გამოძიება მოითხოვა და პოლიციის საწინააღმდეგო პროტესტზე ძალადობა დაგმო
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალური გულდასმით დადგინდეს. სიმართლე უნდა გაირკვეს, ყოველგვარი მიკერძოებისა და დანდობის გარეშე. ისინი კი, ვინც გადაწყვიტა ეს ინციდენტი ქალაქის დარბევის, სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ძალადობის გავრცელების საბაბად გამოეყენებინა... სიმართლეს კი არა, კონფლიქტს ეძებდნენ“, - მიიჩნევს მელონი.
21 ივლისი 2026, 16:58
მსოფლიო
წყალდიდობას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთის ნურისტანის პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის დროს 20 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100 ადამიანი. წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები.
21 ივლისი 2026, 16:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 16:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28).
21 ივლისი 2026, 16:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
21 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
21 ივლისი 2026, 16:00
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი მზარდია და საქართველოს მიმართულებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს.
21 ივლისი 2026, 15:44
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 15:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ
„წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
21 ივლისი 2026, 15:03
ტექნოლოგიები
რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.


