IMEDI /  18 სექტემბერი 2021, 00:40 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლიც აგრძელებდა საბოტაჟს, გვაყენებდა შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და ამიტომ გავედით შეთანხმებიდან

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ქვეყანაში რთული ვითარება იყო, ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რასაც პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ემატებოდა, ამიტომ წავიდა ხელისუფლება კომპრომისზე და შეთანხმებას ხელი მოაწერა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერით მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებებში ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობას სცა პატივი, თუმცა შეთანხმება არაკონსტიტუციური იყო და მისი ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდა.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო და აგიხსნით რატომ. თავის დროზე ჩვენ გადავდგით ეს კომპრომისული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს იყო პრაგმატული ნაბიჯი და ნაკარნახევი იყო იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორების და მათ შორის პრეზიდენტ შარლ მიშელის უშუალო ჩართულობა, მისი ეს მედიაცია და რა თქმა უნდა, მის ამ ჩართულობას და ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების ჩართულობას პატივი ვეცით ამით. ასეთ კომპრომისზე წავედით, ციხიდან გამოვუშვით ცნობილი კრიმინალური ისტორიის მქონე რურუა და ასევე კრიმინალი მელია. როგორ შეიძლება, რომ კაცი, პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდეს ხალხს, არბევდეს პოლიციელს, სპეცრაზმს და დღეს იყოს თბილისის მერი. სირცხვილია.

ჩვენ ამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმით დავადასტურეთ პატივისცემა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ და ასევე, ვთქვით, რომ გვინდა დეესკალაცია და პოლარიზებული სიგიჟის დასრულება. მე როცა პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ძალიან რთული სიტუაცია იყო. როცა მოლაპარაკებებში შევედით, ესენი იყვნენ გარეთ, ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, ამ დროს 9 პარტია უნდა შესულიყო პარლამენტში და იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი. ასევე, პანდემია იყო, ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, უბედურება ხდებოდა. ამიტომ წავედით ამ ნაბიჯზე და განვმუხტეთ სიტუაცია. ამ შეთანხმების მთავარი მოტივაცია, მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება. შევიდნენ თუ არა პარლამენტში, იმ წამსვე გააგრძელეს საბოტაჟი და ის კატასტროფული ხელწერა, რაც მათ აქვთ. 100 დღე ველოდეთ, გავაგრძელეთ რეფორმები, უნიკალური საარჩევნო კოდექსი გვაქვს დღეს, მათ შორის დავიწყეთ საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, შეპირება, დათქმა რაც იყო ჩადებული ამ შეთანხმებაში. ყველა ნაბიჯი გადავდგით, 100 დღე ველოდეთ, მაგრამ ესენი აგრძელებენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, მათ შორის პრეზიდენტ მიშელს და ამერიკის მთავრობას და არ აწერენ ხელს. 40% იანი ბარიერი და რაღაცეები ჩაწერეს. ეს იყო ანტიკონსტიტუციური. ჩვენი მთავარი დოკუმენტი და მთავარი კანონი არის კონსტიტუცია და გვინდა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვიყოთ. დოკუმენტის ანულირებით ჩვენ დავბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ. ამ სადისტებს ველოდებოდით 100 დღე, არ მოაწერეს ხელი. ივლისში ბათუმში ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და ვიცი, რომ ბოლო მოწოდება იყო, მოაწერეთ ხელი. ამათგან იყო იგნორი, რომ რას უნდა მოვაწეროთ, არ მოვაწერთ და არ მოაწერეს ხელი. ამიტომ ჩვენ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებებიც და ცალმხრივად გაფორმებულ ხელშეკრულებას გავუკეთეთ ანულირება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აგვისტო 2026, 14:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

26 აგვისტო 2026, 13:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 13:45

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:13

ტექნოლოგიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.

შალვა ტაბატაძე

26 აგვისტო 2026, 13:07

საზოგადოება

„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

26 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ილონ მასკი

26 აგვისტო 2026, 12:53

მსოფლიო

ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

26 აგვისტო 2026, 12:31

საზოგადოება

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

26 აგვისტო 2026, 11:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

26 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

26 აგვისტო 2026, 11:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.

26 აგვისტო 2026, 11:05

საზოგადოება

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.