IMEDI /  18 სექტემბერი 2021, 19:15 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი!

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებას ეხმიანება და დეტალურად განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თვიდან აერიდებინათ მისი საქართველოში ექსტრადირება ქართველიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი და არც ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, მისი ექსტრადირება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.

„უკრაინის სახელმწიფომ მეგის ქარდავას პირველივე ჯერზე უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე. მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკრაინის საემიგრაციო სამსახურის უარი ძალაში დატოვა. ამ ფაქტების შემდგომ, ქარდავას ადვოკატმა გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისში შეიტანა მოთხოვნა და ლტოლვილთა კომისრის ოფისმა ფაქტების გადაუმოწმებლად გასცა სარეკომენდაციო ხასიათის წერილი. ამ ქმედებით მათ შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი და ფაქტობრივად საერთაშორისო დონის თაღლითობა ჩაიდინეს. საბოლოო ჯამში სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლომ მათი საჩივარი განუხილველი დატოვა.

„ნაცმოძრაობისთვის“ მეგის ქარდავას აბსოლუტურად მოულოდნელი ექსტრადირების გამო, მათ დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო „კონტრარგუმენტად“ და თავდაცვის უსუსურ მცდელობად რჩება ისეთი აბსურდული კატეგორიებით თავის მართლება, როგორიც არის: „პოლიტიკური გარიგება“, ან „გაეროს გადაწყვეტილების გვერდის ავლა“და ა.შ. ამ სპეკულაციებზე დიდი წერტილის დასმის მიზნით. მსურს მოვიყვანო აქამდე უცნობი თუ ნახევრად სიმართლეზე აგებული ამ „დეტექტიური“ ისტორიის, ქრონომეტრულად და დოკუმენტებზე აგებული, რეალური შინაარსი. რაც მთავარია - ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი! როდესაც ქარდავას ადვოკატები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ამ მოძრაობასთან აფელირებული ე.წ. უფლებადამცველები, ორკესტრირებულად კვლავ გაიძახიან, რომ ეს იყო დაჩქარებული წესით, პოლიტიკური შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება - არ შემიძლია ეს გავატარო და მინდა სამართლის ენაზე მათ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ავუხსნა!

მეგის ქარდავას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის პირველივე მოთხოვნაზე, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. ამის შემდეგ მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა სამჯერ გაასაჩივრეს უკრაინის სასამართლოებში უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ეს გადაწყვეტილება და სამივე ინსტანციის სასამართლოსგან, ასევე, უარი მიიღეს, ანუ პირნათლად წააგეს ყველა პროცესი! ხოლო, როდესაც ამის შემდეგ, მათი ხსნა ფაქტობრივად უსაშველო იყო, მათ მოიფიქრეს ასეთი რამ: გაგონილი ჰქონდათ რომ გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისი კიევში, ზოგჯერ ფაქტების გადაუმოწმებლად, ზოგადად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე (ვინც კი მათ განცხადებით მიმართავდა) - გასცემდა სარეკომენდაციო ხასიათის წერილებს.

ყურადღებას ვამახვილებ, ჯერ ერთი - ესაა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილი და არა იმპერატიული ნორმის ნაწილი, ანუ ე.წ. მოთხოვნა! და ამ შემთხვევაშიც ქარდავამ და მისმა ადვოკატმა ამ განცხადებაში იცრუეს, შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი, ფაქტობრივად საერთაშორისო დონის თაღლითობას მიმართეს, როდესაც მიუთითეს, რომ თითქოსდა პირველად მიმართავდნენ უკრაინას თავშესაფრის მოთხოვნაზე და ამისთვის გაეროს კომისარიატს მეგის ქარდავასთვის რეკომენდაციის გაწევა სთხოვეს.

ყოველივე ამის შემდეგ, მათ ეს წერილიც დაურთეს საერთო დოკუმენტაციას და სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს! უნდა აღინიშნოს, რომ სამი დღე სთხოვდა სააკაშვილი-წოწორიას დუეტი სტრასბურგის სასამართლოს, ეგებ განსახილველად მაინც მიეღოთ ქარდავას საჩივარი მის „ჩაგვრასა და წამებაზე“, თუმცა სტრასბურგმა მათი საჩივარი არათუ მიიღო და განუხილველი დატოვა - მიუღებლად ცნო! თუმცა ამის თაობაზე თქვენ „ნაცპროპაგანდისტული“ მანქანებით ვერაფერს შეიტყობთ! ამავე პერიოდში, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო გაეროს კომისრის კიევის ოფისის მიერ მიწერილი სარეკომენდაციო წერილი და მიხვდა, რომ მათ - საკითხის ყოველგვარი გადამოწმებისა და შეცდომაში განზრახ შეყვანის შედეგად გაცემულ რეკომენდაციასთან ჰქონდათ საქმე! სწორედ ამიტომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა დაუყოვნებლივ მიმართა გაეროს კომისრის უკრაინის ოფისს, რომელსაც საქმეში გარკვევა და აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვა მოსთხოვა. ამ საკითხზე, ორი ოფისის ხელმძღვანელთა შორის შედგა სატელეფონო საუბარი, გაეროს უკრაინის ოფისი შეწუხდა დაშვებული შეცდომის გამო და მისი გამოსწორების გზებზეც ისაუბრა.

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო სააკაშვილის მიერ მრავლად დაფუძნებულ და გამოკვებილ არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს, ისეთი ჯალათებისა და მწამებლების მხარდაჭერა მაინც შეწყვიტეთ, როგორიც მეგის ქარდავაა და რომლის ვითომდა “უდანაშაულობაში” ეჭვი არათუ სტრასბურგს, არამედ მსოფლიოს არც ერთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანიზაციას არ ეპარება და მთლად ნუ დაემსგავსებით თქვენს პატრონს - მცირედი განსხვავება ხომ სიამის ტყუპეპშიც დაშვებულია! P.S.: სხვათა შორის გამაოცა, თუმცა ადამიანურად მაინც მომეწონა (მართალია სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს) გიგი უგულავას ქარდავაზე გაკეთებულმა განცხადებამ, ეგებ თქვენც დაფიქრებულიყავით… P.P.S.: ინფორმაციას თან ერთვის უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალური მიმართვის ტექსტი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის კიევის ოფისს, რის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია მიხვდა, რომ ელემენტარული თაღლითობის მსხვერპლი გახდა. სამგვერდიანი დოკუმენტის პირველ გვერდებს ვდებ რუსულ და უკრაინულ ენებზე, თუმცა, დაინტერესებულ მხარეს შემიძლია აღნიშნული დოკუმენტი სრულად გავაცნო!“ - წერს დავით ქართველიშვილი facebook – ზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.