დავით ქართველიშვილი: მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა - 26 ოქტომბერს, თუნდაც ეს, საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებიდან 3 წლის თავზე სოციალურ ქსელში მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ ერთხელ მიმოიხილავს.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა და 26 ოქტომბერს თუნდაც ეს საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
„დღეს ზუსტად სამი წელი შეუსრულდა იმ „ოპერაციის" დასრულებას, რომლის წარმატებით დაგვირგვინებაში მეც პატარა მონაწილეობა მაქვს მიღებული. 2021 წლის 17 სექტემბერს კიევიდან საქართველოში არა უბრალო ძებნილის, არა №1 ჯალათის, არამედ - სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათის, მისგან ქვეყნის „უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის“ გამო, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორგზის ორდენოსანის - მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. ამ დღეს ელოდებოდა ნაცსექტაც, წინასწარ ამზადებდა სიუჟეტებს, ამუშავებდა ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობას, მეგის ქარდავასთვის „პოლიტიკური პატიმრის“ მანტიის შეკერვის მიზნით.
აი, რა ეწერა მეგის ქარდავაზე 2008 წელს იმდროინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის ანგარიშებში: „კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია 2008 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე, არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის 17 აგვისტოს – ბათუმში, სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე”.
მაშ ვინ იყო მეგის ქარდავა? გავიხსენოთ ამ „ორდენოსანის“ შრომითი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდი: 2006 წელს იგი №7 საპყრობილის დირექტორი იყო, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტი ბაჩო ახალაიას ეკავა. შემდეგ, 2007–2009 წ.წ. იგი შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურორი, ბაჩო ახალაიას მამა – როლანდ ახალაია იყო, ხოლო შსს–ს კუდის უფროსის თანამდებობა ბაჩო ახალაიას ძმას – დათა ახალაიას ეკავა.
მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. 2011 წელს მეგის ქარდავას სახელი გლდანის ციხეში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის არაადამიანური წამებით მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული. ამ საქმეზე თავის დროზე მიცემულ ჩვენებაში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა მეგის ქარდავა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მეგის ქარდავა ასევე მოხვდა ექს-ომბუდსმენ სოზარ სუბარის სხვა ანგარიშებშიც, რომლის ერთ–ერთ ეპიზოდში წერია: „ბრალდებულად დაკითხვისას პლატონ მამარდაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. მან აჩვენა, რომ ოთხი თვის წინ უარი განაცხადა კანონიერ ქურდობაზე. 2006 წლის 26 მარტს ის იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. ღამით მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდა ბაჩო ახალაია, №7 საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ 15 ადამიანი, აქედან 5 იყო ნიღბიანი, ყველანი იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ოთახში შემოიყვანეს ვიბლიანი და ავალიანი. ამ დროს მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში, როდესაც პლატონ მამარდაშვილმა უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი, რა დროსაც მოტყდა კბილი და ცხვირ–პირიდან წამოუვიდა სისხლი. დაინახა, რომ ხელკეტებს ურტყამდნენ ვიბლიანსაც და ავალიანსაც… დერეფანში აიძულეს ჩაკუზულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს დაახლოებით 10 წუთი ურტყამდნენ ხელკეტებს. შემდეგ ლ. ცინდელიანთან ერთად გაიყვანეს ეზოში, სადაც მიწაზე ეყარნენ ვიბლიანი და ავალიანი. იქაც გააგრძელეს ცემა, რა დროსაც გაიგო პატიმრების ხმა, რომლებიც მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ცემა. შემდეგ ოთხივენი გადაიყვანეს №7 საპყრობილეში, სადაც საერთოდ გააშიშვლეს და გააგრძელეს ცემა, რის შემდეგაც შიშვლები შეყარეს საკანში. პლატონ მამარდაშვილი უარყოფს ვინმესთან ბუნტზე და არეულობაზე საუბარს, აცხადებს, რომ არც არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებია. მისი აზრით, არეულობის და ხმაურის დაწყების მიზეზი გახდა პატიმრების ცემის ფაქტი სამკურნალო დაწესებულების ეზოში”.
მეგის ქარდავას ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი, მალხაზ არქანიაც ღიად ადანაშაულებს. მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.მისი წამების თაობაზე მსჯავრდადებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა ექს-ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის სახელზე, რომელშიც ნათქვამია: “2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი”.
მალხაზ არქანია წერს, რომ ამის შემდეგ მან დაწერა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც მოვლენები ასე განვითარდა: “ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტ***ით, მაგის დედა ვატირე!”
მიუხედავად სოზარ სუბარის თუ გიორგი ტუღუშის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტებისა, მეგის ქარდავას 2006-2012 წ.წ. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან პრობლემა არასდროს არ შეჰქმნია. პირიქით, ის მუდმივად ინარჩუნებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. სრულად მის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს რა ჩამოთვლის. ექსტრადიციამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში, ის ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა, ძირითადად - უკრაინის ტერიტორიაზე. 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისაღები გადაწყვეტილების დროს, თუნდაც ეს ერთი სტატუსი საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


