www.imedi.ge /  23 სექტემბერი 2021, 15:39 / სანდო წყარო

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ოფისთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, იქვე მედიის წარმომადგენლებს ნიკა მელია ესაუბრებოდა, რომელიც დიპლომატებთან შეხვედრაზე შედიოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მელია აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ის ირაკლი კობახიძესთან მიიჭრა და მმართველი გუნდის ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძემ კი მელიას პროვოკატორი და „ხულიგანი“ უწოდა.

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, „ხულიგანი“ უინტელექტო, ბინძური კაცი“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს და ადგილი დატოვა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ ISUZU-ს მარკის 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:09

პოლიტიკა

პრემიერის განცხადებით, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება

„ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანი ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

05 ივნისი 2023, 14:03

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.

05 ივნისი 2023, 14:00

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ნინო ფოჩხუა

05 ივნისი 2023, 13:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: უკრაინაში რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც წარმოადგენს ოფიციალური, გაფილტრული მედია, დიდი ხანია ნათელია, საკმარისია მმართველი ელიტისთვის არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონოს, რომ უმალ მის ავტორს აკრედიტაცია უჩერდება

გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოცემა Semafor-ის სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში იმყოფებიან, ვინაიდან, ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის, უკრაინის საზედამხედველო ორგანოები მათ აკრედიტაციებს იყენებენ.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 13:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდებ

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება. ანალიზი აჩვენებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის რუსეთთან სავიზო პოლიტიკაზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 13:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდში რუსეთისგან ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული, არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ქვეყანა, მით უმეტეს, რუსეთი თავისი ინტერესის გარეშე რამეს აკეთებს

„ასეთი რა სისტემა მუშაობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული. თითქოს ებრძვის ელენე ხოშტარია, თორემ ყველა ასპექტში გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს, იმ თანხების ოდენობას ემთხვევა, რამდენადაც აქტიურია ელენე თავის დესტრუქციულ საქმიანობაში, რამდენით მეტ საღებავს მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტიდან დახმარება. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავიანთი ინტერესის გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია. ჯერჯერობით ეს მექანიზმები სწორედ იმ საეჭვო სურათს ქმნის, რომელზეც შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ. მეტი კომენტარი მოვისმინოთ ოჯახისგანაც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ივნისი 2023, 13:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილს: გიული ალასანიამაც მიხეილ სააკაშვილზე მილიონები დახარჯა, რაც კრახით დასრულდა. კრახით მათთვის, თორემ ლობისტებმა მშვენივრად შეირგეს ის ფული. შენც ეს ფული ვერ გაგათეთრებს

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა! კაცმა რომ თქვას, რა მოხდა მერე, მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

05 ივნისი 2023, 13:20

ეკონომიკა

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

„სახელმწიფო მხარს უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ემსახურება მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

ანდრია გვიდიანი

05 ივნისი 2023, 13:16

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, ლяკას რუსული ფული უსუნოა, ხოლო აქ ჩამოსული რუსი ტურისტების ფული ყარს - უტიფრობის რა მასშტაბზეა საუბარი

ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, ლяკას რუსული ფული უსუნოა, ხოლო აქ ჩამოსული რუსი ტურისტების ფული ყარს. უტიფრობის რა მასშტაბზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?!- წერს ანდრია გვიდიანი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

05 ივნისი 2023, 13:11

რეგიონი

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი განვითარების საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოში 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი განვითარების საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოში 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და სწავლების ხარისხის ამაღლება იყო.

აშშ-ისა და საქართველოს დროშები

05 ივნისი 2023, 13:05

პოლიტიკა

მთავრობის ანგარიში: ამერიკული მხარის განცხადებით, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმსა და შესაბამის ზომებს იღებს

ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

05 ივნისი 2023, 12:59

მსოფლიო

Semafor.com: უკრაინის ომის გაშუქებაზე მომუშავე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები სამხედროების მხრიდან მკაცრ კონტროლს განიცდიან, შეწინააღმდეგების შემთხვევაში კი აკრედიტაციას კარგავენ

ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, ჩართულები არიან ხანგრძლივ კონფლიქტში უკრაინის ხელისუფელბასთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იყენებს წვდომასა და აკრედიტაციას ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Semafor-ის სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს.

05 ივნისი 2023, 12:56

საზოგადოება

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

„5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა ფაჩულიამ.

05 ივნისი 2023, 12:53

პოლიტიკა

მთავრობის ანგარიში: უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს, გაწეულმა დახმარებამ კი დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშში.

გია გაბრიჭიძე

05 ივნისი 2023, 12:51

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის, ჯამში ტელევიზია 420 ათას დოლარს იხდის

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, სააკაშვილს ხომ მაგრად "დაეხმარა" ის ლობისტური ორგანიზაცია, უზარმაზარი მაყუთი რომ აახია გიულას და ამათაც მაგრად უშველიან.

მაია ელოშვილი

05 ივნისი 2023, 12:50

პოლიტიკა

მაია ელოშვილი ელენე ხოშტარიაზე: მეშვიდე ტრანში განხორციელდა, აივსო და დამშვენდა რюბლოვნას ფინანსური მდგომარეობა

იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიაზე წერს და აღნიშნავს, რომ 22 მაისს, 2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს. როგორც ელოშვილი აღნიშნავს, ხოშტარია რუსეთიდან ჩარიცხული რუბლების მიუხედავად, ისევ აძვრება პატრულის მანქანაზე, ჩაშლის რუსულ ქორწილებს, დაბადებას ანანებს რუს ტურისტებს.

გია აბაშიძე

05 ივნისი 2023, 12:47

პოლიტიკა

გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე: საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის „30 ვერცხლს“ იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჰყავს მიმდევრების რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიბმულია მასთან

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. ანალიტიკოსის თქმით, ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.

05 ივნისი 2023, 12:44

სამართალი

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39%-ით შემცირდა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა.

05 ივნისი 2023, 12:31

ეკონომიკა

მთავრობის ანგარიში: 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.