imedi /  23 სექტემბერი 2021, 16:41 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია - „ნაცმოძრაობამ“ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპო

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია - მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია.

„ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტზე დავაკავეთ შესაძლო დამნაშავე. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს. ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. დღეს დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ყველა სიახლე

აკაკი ზოიძე

26 ოქტომბერი 2021, 08:29

COVID19

აკაკი ზოიძე: უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 50 ათასს აღემატება. ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის მატება ისევ მოსალოდნელია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ლეტალობის მაჩვენებელიც გაიზრდება.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი

26 ოქტომბერი 2021, 08:20

მსოფლიო

ეგვიპტის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა

„ეგვიპტე თავისი დიდებული ხალხისა და ერთგული ადამიანების დახმარებით გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

26 ოქტომბერი 2021, 07:59

საზოგადოება

დღეს გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 01:14

COVID19

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. 8 ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს მოხსნის.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის – ჰუმანური და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საუკეთესო

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და დღესდღეობით მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას. პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის სტაციონარში გადაყვანა საჭირო გახდება, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის ბოლშევიკური, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის სუფთა ბოლშევიკური, მხოლოდ ისინი არიან, მათ აქვთ უფლებები, მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია, სხვა დანარჩენი კი არის კონტრ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 ოქტომბერი 2021, 23:35

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია

თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

25 ოქტომბერი 2021, 23:25

რეგიონი

ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა და COVID19-ის მძიმე შემთხვევები განიხილა

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრისა და საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2021, 23:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარტიის ლიდერებთან გიორგი ვოლსკისთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა წოწერია ამჯერად მოქალაქეებს ენგურის დასახლებაში ჯანაშიას და ქობულეთის ქუჩებზე შეხვდა და პრიორიტეტები გააცნო.

25 ოქტომბერი 2021, 22:54

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია.

25 ოქტომბერი 2021, 22:10

საზოგადოება

დედაქალაქის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შედეგს გაეცნო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული მინათება დაათვალიერა. სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

25 ოქტომბერი 2021, 22:00

ტექნოლოგიები

კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს დარგი სპეციალისტები გადაწყვეტენ. „არც მე, არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა, ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა დადგება, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და როგორც ყველა პატიმარს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, იგივე დამოკიდებულება იქნება სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 21:19

პოლიტიკა

კახა კალაძე 27 ოქტომბრის შეკრებაზე: დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელოს. მე ქალაქზე ვიტყვი, რადგან მერობის კანდიდატი ვარ. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ყველაფერს გააკეთებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გამწვანების, გარემოს დაცვის მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ბევრი გვაქვს გაკეთებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, თუ როგორი იქნება თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს ამ ყველაფრის აღმშენებლობას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან ჯანჯღავა

25 ოქტომბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

ამირან ჯანჯღავა კირკიტაძეზე: სამწუხაროა, როდესაც ქალაქს ჰყავს მერობის კანდიდატი, რომელიც მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობს

„რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მოახდინა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება, როდესაც მან, ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს წვივში ფეხი ჩაარტყა და ამან გამოიწვია დაპირისპირება“, - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.

25 ოქტომბერი 2021, 20:46

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 4 485 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 54 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გოგლიჩიძე

25 ოქტომბერი 2021, 20:44

პოლიტიკა

გიორგი გოგლიჩიძე სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე: ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული - ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პატიმრებს

„ბრალად მედებოდა კომპანია „ვისოლიდან“ საბუთების გაყალბება, კომპანიაში, სადაც არ მიმუშავია ერთი დღე. კარგად მახსოვს რამდენჯერ მცემეს იმისათვის, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ასევე ექცეოდნენ არაერთ პატიმარს, რომელიც შიმშილობდა. იყო აპრობირებული მეთოდი, ცემა და შიმშილობის შეწყვეტა. სამი დღე ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული. ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს. დედაჩემი შეეწირა ჩემს ამბებს, მას ინსულტი დაემართა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.

25 ოქტომბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია დაიწყო. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისა და სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად მოქალაქეები საკუთარი სურვილით ქუთაისიდანაც ჩამოვიდნენ.

ჟაირ ბოლსონარო

25 ოქტომბერი 2021, 20:12

მსოფლიო

Facebook-ის ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეო წაშალა, რომელშიც ის ვაქცინაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა

Facebook-ის ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მიერ გავრცელებული ვიდეო წაშალა, რომელშიც ის ვაქცინაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.