IMEDI /  28 სექტემბერი 2021, 12:44 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ოპოზიციისთვის მიცემული თითოეული ხმა სააკაშვილის და მისი ბნელი წარსულისთვის ხმის მიცემას ნიშნავს!

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

„არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნული ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნული ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა. პოლიტმარკეტინგული თვალსაზრისითაც ეს პიარ სვლა გათვლილია, დარჩენილ დღეებში მისი ჩამოსვლის ამბავი მთავარ დღის წესრიგად გადაქცევაზე, სადაც მედია სივრცე საინფორმაციო გამოშვებები თუ სტუდიები ამ ამბის ირგვლივ უნდა იყოს ფოკუსირებული. იგი ასევე ემსახურება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის წინასაარჩევნო მობილიზაციას, რადგან ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხის დარწმუნებას ამ არჩევნების რეფერენდუმის უალტერნატივობაში, ე.წ. პარტიული ტელევიზიებიდან რა ვირტუალური რეალობაც არ უნდა შექმნან არჩევნების მოგების მტკიცებით ფორმაში. „იპსოს“ ბოლო კვლევაც მხარდამჭერი ელექტორატის მობილიზაციას ემსახურება იმ ფონის მხარდასაჭერად, რომ ოპოზიცია უეჭველად იგებს ამ არჩევნებს, რაც პროცესს ვადამდელში გადაიყვანს.

ოპოზიციას ერთი რამე ავიწყდება, საკუთარი ტელეაუდიტორიიდან დანახული სურათი დღემდე არაერთხელ გამხდარა, მათივე მხარდამჭერი ელექტორატის იმედგაცრუების მიზეზი, რეალობასთან არც თუ მცირე აცდენების გამო. 2 ოქტომბერი, სიურპრიზებს „ნაცოპოზიციას“ უფრო მოუწყობს, ვიდრე ხელისუფლებას, მიშას ბილეთის ბოლო იმედად რომ არიან!. ახლა იხტიბარს ვითომ, რომ არ იტეხენ, ჩვენ მიშას გარეშეც ჩვენი დღის წესრიგს უნდა მივყვეთ ბოლომდე და გამარჯვება რამდენიმე დღეში გავიფორმოთო და თბილისსაც უკვე მოგებულად, რომ აცხადებენ. კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ქართულ ოპოზიციაზეა ზედგამოჭრილი. ცხადია, აქ, გახარიას არ ვგულისხმობ. ისე, ამ არჩევნებზე მისი მოსალოდნელი შედეგი, არანაკლები ინტრიგის მატარებელია, მიუხედავად მისი პოზიციონირებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, რაც 2 ოქტომბერს ოპოაქტიორების მორიგი იმედგაცრუებით და სააკაშვილის გაუქმებული ბილეთითაც გამოჩნდება. ოცნება კი არ იგებს, ოპოზიცია აგებს, რაც მათი ნაწილის ნულისკენ გადახრილ რეიტინგებშია ასახული და სიტუაციური პარადოქსიც ამაშია! 2 ოქტომბერიც მალე მოვა“, - წერს ცუცქირიძე facebook-ზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

ყველა სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი

21 სექტემბერი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

„ასევე, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

ალიშერ უსმანოვი

21 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი ჩიხში შევიდა საფრანგეთის მცდელობის გამო, სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი

ევროკავშირის წევრები ვერ თანხმდებიან, მოეხსნას თუ არა სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს, რომელიც იმ ასობით ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის სიაშია, რომელთაც ბრალი ედებათ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერაში, - წერს გამოცემა POLITICO.

21 სექტემბერი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთი ადამიანები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. სხვა გზა არ დარჩა, თუ არა ამ სისტემური დანაშაულების წყაროს დაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ განვითარდება

ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერების, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, იმ ტერიტორიების დაკარგვის კონსპირაციული ვითარების ჩათვლით, უნდა ყოფილიყვნენ დასჯილები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ლადო სადღობელაშვილი

21 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 სექტემბერი 2026, 18:03

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 18:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან, მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია. იმსჯელებს სასამართლო და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს

იმსჯელებს სასამართლო, ვფიქრობთ რომ საფუძველი არსებობს ამ მსჯელობის არსებობს და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

21 სექტემბერი 2026, 17:51

ეკონომიკა

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.

21 სექტემბერი 2026, 17:43

რეგიონი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა

მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

იაროსლავ კაჩინსკი

21 სექტემბერი 2026, 17:39

მსოფლიო

იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, უკრაინა 2022 წელს პოლონეთის ომში ჩართვას ცდილობდა

„თავდაპირველად უკრაინელებს ჰქონდათ ჩემთვის გასაკვირი კონცეფცია, რომ ამ ომთან დაკავშირებით ჩვენ თავიანთ ხაფანგში მოგვაქცევენ, მათ შორის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე. სეიმში ზელენსკის სიტყვა ამ მიმართულებით მიდიოდა. პოლონეთი უბრალოდ ვერ ჩაერთვებოდა ამ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მებრძოლი ქვეყანაა“, - განაცხად კაჩინსკიმ.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 სექტემბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს

ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

გიორგი ჩაკვეტაძე

21 სექტემბერი 2026, 17:35

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოკვეთილად ანგაჟირებულ ნაცაქტივისტს აფინანსებს დანიის მთავრობა და ევროკავშირი

წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოკვეთილად ანგაჟირებულ ნაცაქტივისტს აფინანსებს დანიის მთავრობა და აფინანსებს ევროკავშირი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებული „კორძის“ კონცერტის შესახებ ფაქტის კომენტირებისას.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

21 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

სი ძინპინი აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით 23 სექტემბერს ჩავა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ჩინეთის ლიდერი ამერიკაში 23 სექტემბერს გაემგზავრება და ამერიკელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს.

არჩილ გორდულაძე

21 სექტემბერი 2026, 17:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე: გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას

გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

გურამ ფალავანდიშვილი

21 სექტემბერი 2026, 17:22

პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი: ზოგადად, „არაბიზაცია“ ხდება დასავლეთში, ამიტომ ლეგიტიმურია შიშები, უბრალოდ საქართველოში საბედნიეროდ ეს არ ხდება. ვაი პოლიტიკოსების მხრიდან არის ეს თემა სპეციალურად ანგაჟირებული

ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის მიზანი არის პოლიტიკური აქტიურობა და მთავრობის წინააღმდეგ ხალხის განწყობა, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა „ქრონიკასთან“.

21 სექტემბერი 2026, 17:20

მსოფლიო

Bloomberg: უნგრეთი აშშ-ს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციებისგან გათავისუფლების გაგრძელებას სთხოვს

Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთი რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვის გამო ამერიკული სანქციებისგან თავის გადარჩენას ცდილობს და ვაშინგტონს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარტონ გაიდუს განცხადებით, მან ამერიკულ მხარეს გარდამავალ პერიოდში ენერგომატარებლების შესყიდვაზე სანქციებისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 17:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. ეს სასაცილო და უსასრულო ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და სულ მცირე, დროებით მწყობრიდანაა გამოსული.

21 სექტემბერი 2026, 17:11

თემა

მემარცხენე პარტიის გამარჯვებამ ბერლინში ბიზნეს-სექტორი შეაშფოთა

ბიზნესმენები შიშობენ, რომ მსხვილი საბინაო კომპანიებისადმი მემარცხენეების ექსპროპრიაციული გეგმების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება წლები გასტანოს. გერმანიაში მოქმედმა ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ მოწოდება გაავრცელა, რომ მემარცხენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეს.

21 სექტემბერი 2026, 17:02

თავდაცვა

აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.