imedi /  29 სექტემბერი 2021, 15:46 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

პრეზიდენტმა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც.

გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. გილოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას.

დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის! ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები.

დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერესებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის წელს ჩემი მე-2 ვიზიტი. და, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2026, 00:40

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 სექტემბერი 2026, 00:11

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.

18 სექტემბერი 2026, 23:55

მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 23:21

მსოფლიო

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს

სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დავით ჩიხელიძე

18 სექტემბერი 2026, 22:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.

18 სექტემბერი 2026, 22:20

მსოფლიო

გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ

გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.

ვილი სანიოლი

18 სექტემბერი 2026, 22:11

სპორტი

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.

ავთანდილ კასრაძე

18 სექტემბერი 2026, 21:54

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.

დიდიე ტღებიუკი მაკა ბოჭორიშვილი

18 სექტემბერი 2026, 21:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.

ალის ვაიდელი

18 სექტემბერი 2026, 21:40

მსოფლიო

Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 21:40

ეკონომიკა

ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

18 სექტემბერი 2026, 21:33

სპორტი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:16 დასრულდა.

18 სექტემბერი 2026, 21:30

თემა

მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან

მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს ოქტობერფესტის ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

18 სექტემბერი 2026, 21:27

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 21:13

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.

18 სექტემბერი 2026, 21:10

სამართალი

საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის სიუჟეტი

საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.

18 სექტემბერი 2026, 21:04

პოლიტიკა

ევროპის უსაფრთხოება სხვისი სიცოცხლის და ნგრევის ხარჯზე - ბუნდესტაგის დეპუტატის სკანდალური განცხადება და აღიარება მმართველი კოალიციიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა- ამას გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს.

მაია ბითაძე

18 სექტემბერი 2026, 20:57

კულტურა

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრნენ.

18 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ადგილობრივ მცხოვრებლად წარმოჩენილი ოპოზიციონერი აქტივისტი და მარიამ მეყანწიშვილის შეძახილების პროტესტად წარმოჩენის მცდელობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური აქტივიზმი სამგორში. დედაქალაქის მერიის მიერ სამგორის პარკში გამართულ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას, მცირე ექსცესი მოჰყვა.

18 სექტემბერი 2026, 20:47

ეკონომიკა

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში - შეხვედრა, რომელიც ეროვნული ბანკისა და „ჯი პი მორგანის“ ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.