დავით ზალკალიანი: აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე: ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს
დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე - ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართვლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ ინიციატივას აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა სქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
„უაღრესად წარმატებული ვიზიტი იყო. ეს ბოლო სამ თვეში მეორე ვიზიტია. პირველი გახლდათ ოფიციალური ვიზიტი, რა დროსაც შეთანხმდა ამ ვიზიტის განხორციელება, რადგანაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია უკვე ათი წელია არ ჩატარებულა სხვადასხვა მიზეზების გამო და ზუსტად სამ თვეში მოხერხდა გამართვა და ჩვენ დღეს ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი კომისიის სხდომა, სადაც 6 დოკუმენტი გაფორმდა სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელი და აუცილებელია, რომ აზერბაიჯანთან ჩვენ გვქონდეს ძალიან სერიოზული, ღრმა და ყოვლისმომცველი ორმხრივი ურთიერთობები და ეს ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა ასული. საუბარი იყო ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაორმაგების თვალსაზრისით შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რაოდენ ეფექტური იყო თანამშრომლობა პანდემიის პირობებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონში არის ახალი გეოპოლიტიკური გარემო და მოგეხსენებათ, რომ სქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიოს წინაშე ახალი ინიციატივა წარადგინა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივის სახელით და ამ თემებზე იყო საუბარი აზერბაიჯანის ლიდერთან, ასევე სამთავრობო შემადგენლობის წარმომადგენლებთან და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია. პირველ რიგში, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ ამ ინიციატივის მთავარ მონაწილეებთან, მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. რა თქმა უნდა, სომხებთანაც გვექნება ამ თემაზე საუბარი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ ინიციატივას აქვს ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ ისეთ კონკრეტულ პროექტებზე და იდეებზე საუბარი, რომელიც შემდეგომ განვითარდება, რომელზეც შესაძლებელია კონსესუსი სამ მეზობელ სახელმწიფოს შორის. თუნდაც სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულების თვალსაზრისით ერთობლივ პროექტებზე, ასევე მცირე ეკონომიკურ პროექტებზე, ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით შემდგომ განვითარებაზე, კულტურულ თანამშრომლობაზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, რადგან სწორედ ასეთი პატარა მცირე ნაბიჯებით, კონკრეტული პროექტებით შესაძლებელი იქნება შემდგომ გაფართოება, შესაძლებელი იქნება, რომ ამას შემოუერთდნენ უკვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამაზე შემდგომ აიგოს ის დიდი თანამშრომლობა, რომელმაც უნდა მოიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ბაქოში გამართული მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.
„მემორანდუმები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, არის სამთავრობო კომისიის შიგნით განხილული თემების და დიკუსიის შედეგი. ეს მემორანდუმები არის უკვე იმ კონკრეტული მიმართულებით, სექტორალური კუთხით თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.


