შალვა პაპუაშვილი: დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია საბოლოოდ დასრულდა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, საბოლოოდ დასრულდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა. ეს არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი, უნარი, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდა ადრე და ეს უნარებია, რომელსაც ახლაც ავლენენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ყველა სიახლე
26 აპრილი 2026, 17:39
სპორტი
კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
კენიელმა მორბენალმა სებასტიან სავემ მარათონულ დისტანციაზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლონდონის რბოლაზე მან ფინიშს 1 საათში, 59 წუთსა და 30 წამში მიაღწია.
26 აპრილი 2026, 17:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში.
26 აპრილი 2026, 17:30
მსოფლიო
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე სროლის შემდეგ, ვაშინგტონში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ტოდ ბლანშის განცხადებით, დაკავებულის სამიზნე სავარაუდოდ დონალდ ტრამპი იყო. CBS News-თან ინტერვიუს დროს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ადრინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ გამომძიებლების ვერსიით, ეჭვმიტანილის სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებიც იყვნენ. ბლანშმა აღნიშნა, რომ დაკავებული სამართალდამცველებთან აქტიურად არ თანამშრომლობს.
26 აპრილი 2026, 17:26
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება
ჯერ ჯარიმა იყო, არ გახდა საკმარისი, ვინაიდან თვითონ კი არ გადაიხადეს, სხვამ გადაუხადა გარედან, შემოიტანეს თანხები, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებთან და ადამიანებთან დაკავშირებული კანონები ხომ არ არის ძალიან მკაცრი.
26 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ 31 მარტს რომ დააანონსეს 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ და თუ 10 მაისიდან იწყებენ გასვლას, დღეს რას აკეთებენ.
26 აპრილი 2026, 17:17
მსოფლიო
მაია სანდუ კიევში ჩავიდა
მოლაპარაკების შემდეგ კი ჩერნობილში გაემგზავრება და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
26 აპრილი 2026, 17:14
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს
„ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. დაე ჩერნობილის კატასტროფის ყველა მსხვერპლის სულმა მშვიდად განისვენოს“, - წერს ზელენსკი.
26 აპრილი 2026, 15:28
რეგიონი
რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება
„ეკოლოგია რუსთავის ისტორიული პრობლემაა, ამ გამოწვევის დასაძლევად, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად, მაგრამ კანონის გამკაცრების და ემისიების შემცირების პარალელურად, ქალაქის ენდემური ფლორის აღდგენა-გამდიდრებაა საჭირო. ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, ეკოსისტემის გაუმჯობესების უმთავრესი და უტყუარი გზაა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ რუსთავის ეკოსისტემა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქალაქში გამწვანების მასშტაბურ აქციებს ვგეგმავთ. ჭალის ტყის განაშენიანება უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენს სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეებით კი ძალიან მალე, რუსთავის რამდენიმე უბანში გავაჩენთ ახალ მწვანე სივრცეს”, - განაცხადა ლაცაბიძემ.
26 აპრილი 2026, 15:15
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.
26 აპრილი 2026, 14:48
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა
„ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა. კაცობრიობა მხოლოდ დემოკრატიის, თანაარსებობისა და მშვიდობის გზით შეიძლება განვითარდეს“, - წერს სანჩესი.
26 აპრილი 2026, 14:48
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები მოწამლოს
პოლიტიკურ სიძულვილს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ჯორჯია მელონი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.
26 აპრილი 2026, 14:35
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.
26 აპრილი 2026, 14:34
მსოფლიო
ჰორმუზის სრუტის ამერიკული ბლოკადა გრძელდება
ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბლოკადის დაწესებიდან დღემდე 37 გემი უკან დააბრუნეს. ამერიკული ბლოკადა ირანის საზღვაო მიმოსვლის წინააღმდეგ 12 აპრილის გამოცხადდა.
26 აპრილი 2026, 14:29
მსოფლიო
კაია კალასი: დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალური ქსელში გამოეხმაურა.
26 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი თავდასხმის მცდელობაზე: ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის
„როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, სამიზნე ხდები. მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ვფიქრობ ბევრად ნაკლებად ვიქნებოდი სამიზნე, მაგრამ ეს ჩემთვის პატივია. ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის“, - განაცხადა ტრამპმა.
26 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს
ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს და იყო კიდეც წარსულში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.
26 აპრილი 2026, 14:17
რეგიონი
ზუგდიდში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
ზუგდიდში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. დადიანების სასახლის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და მხარდამჭერებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები გააცნეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ნეიტრალიტეტია საქართველოსთვის ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას ტერიტორიული გამთლიანება, გრძელვადიანი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანოს.
26 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
26 აპრილი 2026, 13:49
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები შეხვდნენ, მათ შორის იყო ბორდის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილიც.
26 აპრილი 2026, 13:39
პოლიტიკა
გორდულაძე: გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში კი საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს
გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.


