ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი დამნაშავე და კრიმინალია, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა და კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცენდენტო ღონისძიებაში იყო ჩართული. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა.
კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა. კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 14:43
პოლიტიკა
ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.
22 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
ზურა ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.
22 სექტემბერი 2026, 14:41
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 14:38
ეკონომიკა
ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
22 სექტემბერი 2026, 14:32
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
22 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით
ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
22 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას
ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 14:16
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.
22 სექტემბერი 2026, 14:14
მსოფლიო
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაღალი ფასები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
22 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე: ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ
ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს
The Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას, რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ლიდერის პოზიციაზე ზეწოლა, ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას უკავშირდება.
22 სექტემბერი 2026, 14:06
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
22 სექტემბერი 2026, 14:02
კულტურა
თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
ჯანდაცვა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს
ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
22 სექტემბერი 2026, 13:49
რეგიონი
რევაზ სოხაძე: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
22 სექტემბერი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება
ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.
მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.


