Imedi /  02 ოქტომბერი 2021, 00:09 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: 9 წლის წინ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია, სწორედ მისი პრემიერობის დროს ჩაეყარა საფუძველი ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

9 წლის წინ ქართველმა ხალხმა, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას, რომელსაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა და ეს იყო წარმატებების გზა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კახა კუჭავამ იმ მთავარ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში „ქართულმა ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა.

„აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ვახსენოთ. ერთ-ერთი მთავარი ჩვენი პრიორიტეტი, რასაც მოსახლეობას ვპირდებოდით, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ გზაზე. საუბარია, იმ უპრეცედენტოდ მაღალ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საუბარია, გაეროს რეზოლუციაზე, სადაც ყოველწლიურადაა მატება იმ ქვეყნების, რომლებიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და უკვე მათთან საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერების გაკეთება - რა სანქციები დაწესდება, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს.

რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის გზა ჩვენს დღევანდელობაში მთავარი პრიორიტეტია, ის ხელშეკრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი 2014 წელს - ასოცირების შეთანხმება. მას შემდეგ მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება; ამას ასევე მოჰყვა, მაშინ ძალიან სანატრელი თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა.

„ჩვენ ნამდვილად შევცვალეთ კონსტიტუცია ისე, როგორც ამას ჩვენი მოსახლეობა მოითხოვდა. უნდა ითქვას, ალბათ, პირველი საკონსტიტუციო ცვლილება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ თავის საზიანოდ განახორციელა, რადგან გაცილებით უფრო გაძლიერებულია ჩვენი ოპონენტების უფლებები. ასევე, უპრეცედენტოდ დიდი ზედამხედველობის ფუნქციები, რომელიც ადრე პარლამენტს არ ჰქონდა. ასევე, ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები საარჩვნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალპარტიული პარლამენტი უზრუნველყო. ეს რეფორმა პარლამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელდა“, - განაცხადა კუჭავამ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა

არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 12:09

მსოფლიო

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან - გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“.

მარიამ ქვრივიშვილი

13 ივლისი 2026, 12:02

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

13 ივლისი 2026, 11:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს

დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

13 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული საწარმოსგან 9,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდეს, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესყიდული გაზის ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ევროდ ფასდება. ძირითადი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 11:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

წყალდიდობას ბანგლადეშში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის დაღუპულთა ნახევარზე მეტი კოქს-ბაზარის რაიონში ფიქსირდება, სადაც როჰინჯა ლტოლვილების დიდი დასახლება მდებარეობს. გასულ კვირას ამავე რაიონში რამდენიმე სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა, როდესაც ნიაღვარმა მათი სკოლა წალეკა.

13 ივლისი 2026, 11:15

ეკონომიკა

პრემიერი: ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია - პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:15

მსოფლიო

მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა

„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - აღნიშნეს პოლიციაში.

გიორგი ბარამიძე

13 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.

13 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.

13 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში გეგმის მიხედვით გაიმართება

არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.

13 ივლისი 2026, 11:02

მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირდა

Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.

13 ივლისი 2026, 11:02

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ჯერ ვერ შეათანხმა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის, მან დააანონსა, რომ 13 ივლისს სანქცირებულთა სიებს კიდევ 250 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება დაემატოს. მისი თქმით, „ეს არის ფიგურანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი ოდესმე შეგვიყვანია სიებში“.

13 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2026, 10:43

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს

„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

13 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.

13 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.